ENG
თვითმფრინავი არ იყო პირველი ზებგერითი გამოგონება
938 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

პირველი გამოგონება, რომელმაც ბგერის სიჩქარეს გადააჭარბა იყო მათრახი. ის გამოიგონეს ჩინეთში 7000 წლის წინ, მაგრამ 1927 წელს მაღალსიჩქარიანი ფოტოგრაფიის გამოგონებამდე მათრახის „ტკაცუნი“ მცირე ბგერით დარტყმად მიაჩნდათ. 

მათრახის „ტკაცუნი“ გამოწვეულია მარყუჟით, რომელიც მათრახის მოქნევისას წარმოიქნება. მარყუჟი მათრახის მთელ სიგრძეზე გადაადგილდება და რადგან მისი ტყავი კონუსისებურად ძალიან წვრილდება, მარყუჟის სიჩქარე მის გადაადგილებასთან ერთად იზრდება და საწყის სიჩქარეს ათჯერ აღემატება. „ტკაცუნი“ ისმის მაშინ, როდესაც მარყუჟი ბგერით ბარიერს გადალახავს დაახლოებით 1194 კმ/სთ სიჩქარეზე.

111

Bell X I პირველი თვითმფრინავი იყო, რომელმაც ბგერითი ბარიერი გადალახა 1947 წელს. მას ჩუკ იგერი მართავდა. 1948 წელს მან 1540 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია 21 900 მეტრ სიმაღლეზე.

ყველაზე სწრაფი პილოტირებული ფრენის რეკორდი ჯერ ისევ X-I5A-ს ეკუთვნის, რომელმაც 1967 წელს 31 200 მეტრზე 6389 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მოგზაურობა იყო აპოლო 10-ის ხელმეორედ გაშვება. მან  39 897 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.

33
ასე გამოიყურებოდა Bell X (მოდელი)