სარედაქციო ღირებულებები
„SEED საქართველო“ აცნობიერებს, რომ 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ინდივიდი ვებ-ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის საშუალებით შესაძლოა გახდეს ახალი ამბის ავტორი. ამიტომ, მარტივია არასანდო, მეცნიერულად გაუმართავი თუ გადაუმოწმებელი ფაქტის უსაზღვრო ვირტუალურ სივრცეში გავრცელება და მკითხველის შეცდომაში შეყვანა.
შესაბამისად, „SEED საქართველო“ მის ყველა მედია პროდუქტისთვის გამოყენებულ მასალას 12 თანაზომიერ და უმნიშვნელოვანეს ღირებულებით მოთხოვნას უყენებს:
- მაქსიმალური სანდოობა
- სიმართლე, სიზუსტე და ობიექტურობა
- სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება
- საზოგადოებრივი სარგებლის მოტანა
- პირადი ინფორმაციის დაცულობა
- პასუხისმგებლობა
- ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე
- გამჭვირვალეობა
- ციტირება, დასტური მასალის გამოყენებაზე, ავტორობის მითითება და კოლეგიალობა
- შეცდომების აღიარება, გასწორება და განახლება
- პირადი სივრცის და პირადი ინფორმაციის პატივისცემა
- დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის მიუღებლობა
„SEED საქართველოს“ ვებსაიტის სარედაქციო პოლიტიკა, გარკვეულწილად, ემყარება National Geographic-ის გამოცემათა სარედაქციო გამოცდილებას.