ENG
ახალგაზრდების სისხლის მოულოდნელი სარგებელი
34 წაკითხვა
ავტორი:ქეთი ქუტიძე
Shutterstock

სამი წლის წინ სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტონი ვის-კორეიმ აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდა თაგვების პლაზმის ასაკოვან თაგვებში გადასხმას “გაახალგაზრდავების“ ეფექტი აქვს. მეცნიერები დაინტერესდნენ, იმუშავებს თუ არა იგივე მოდელი ადამიანზე?

ექსპერიმენტში ალცჰაიმერის მსუბუქი ფორმით დაავადებულ ხანდაზმულ ადამიანებს დონორებიდან პლაზმა გადაუსხეს. პაციენტთა გონებრივი ფუნქციები არ გაუმჯობესდა, თუმცა შედეგები მაინც დამაიმედებელია, რადგან ცდის ობიექტებში შენიშნეს ყოველდღიური უნარ-ჩვევების (მაგ. საჭმლის მომზადება, „შოპინგი“) გაუმჯობესება. გარდა ამისა, პროცედურა უსაფრთხოა.

კვლევამ ბევრი კითხვა წარმოშვა მეცნიერთა სამყაროში. ბერკლის უნივერსიტეტის წამყვანი ნეირობიოლოგი გამოეხმაურა შედეგებს და განაცხადა, რომ კვლევას არ გააჩნია სამეცნიერო საფუძველი და უცხო ადამიანთა პლაზმის გადასხმა ასეთი სიხშირით, სახიფათოა ასაკოვანი ადამიანებისთვის.  ტონი ვის-კორეი მას არ დაეთანხმა: “ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტები არ დაელოდებიან, სანამ მოქმედების ზუსტ მექანიზმს ვიპოვით”.

ალცჰაიმერის დიაგნოზს ყოველ მეოთხე ადამიანს უსვამენ და მისი განკურნება შეუძლებელია. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ბევრი ადამიანი ეჭიდება ახალ შესაძლებლობას. კალიფორნიაში დაფუძნდა სტარტაპი “ამბროზია”, რომელიც მომხმარებელს 8000 დოლარად 2- დღიან გადასხმების კურსს სთავაზობს. მისი ერთ-ერთი კლიენეტი, PayPal-ის დამფუძნებელი, პიტერ თილია, რომელმაც გაახალგაზრდავების მიზნით, $40 000 ღირებულების გადასხმა გაიკეთა.