ENG
ძაღლების წვრთნა ათასწელულით ადრე დავიწყეთ, ვიდრე გვეგონა
50 წაკითხვა
ავტორი:მამუკა ხუნდაძე
Shutterstock

მშვილდ-ისრით შეიარაღებული მონადირე 13 განსხვავებული სქესისა და გარეგნობის ძაღლთან ერთად დგას; მის წელსა და ორი ძაღლის კისერს ხაზი აერთებს.

„ეს არის საბელიანი ძაღლის პირველი გამოსახულება“, - ამბობს მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერების უნივერსიტეტის (ჯენა, გერმანია) არქეოლოგი და 2017 წელს, Journal of Anthropological Archaeology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორი, მაიკლ პეტრაგლია.

ეს გამოსახულება შუვაიმისში, საუდის არაბეთში აღმოაჩინეს და, სავარაუდოდ, 8000 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა. მასზე კარგად ჩანს, რომ იმდროინდელი მონადირეები უკვე საკმაოდ კარგად ფლობდნენ ძაღლის გაწვრთნისა და მისი გაკონტროლების უნარს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხდებოდა ათასწლეულებით უფრო ადრე, ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ხაზები შეიძლება იყოს არა საბელები, არამედ ადამიანისა და ცხოველის ურთირთკავშირის სიმბოლური გამოხატულება, ეს მაინც მიუთითებს ძაღლის მნიშვნელოვან როლზე ადრინდელი ადამიანისთვის, რომლისთვისაც ძაღლთან მჭიდრო ურთიერთობა გადამწყვეტი იყო მაშინდელ მკაცრ გარემოში გადასარჩენად.