ENG
„ჰელოუინის ასტეროიდი" 2018 წელს ბრუნდება
49 წაკითხვა
ავტორი:დავით ლამაზოშვილი
Shutterstock

საძაგელი შესახედაობის ასტეროიდი, რომელმაც დედამიწას სამი წლის წინ ჩაურა 2018 წელს კვლავ გამოჩნდება. 640 მეტრის სიგრძის ასტეროიდი დედამიწას 2015 წლის 31 ოქტომბერს 480 000 კილომეტრზე მოუახლოვდა ჰელოუინის დღეს გამოჩენილ ასტეროიდს, 2015 TB145-ს ასტრონომები სხვადასხვა ინსტრუმენტით დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ მას უზარმაზარი თავის ქალის ფორმა აქვს.

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ასტეროიდი ერთ ბრუნს 2,94 საათს ანდომებს და მისი ზედაპირი მზის სხივების მხოლოდ 5-6 პროცენტს ირეკლავს. „ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან შავია, მცირედით მეტს ირეკლავს, ვიდრე ნახშირი“ - განაცხადა პაბლო სანტოს-სანზმა, ასტროფიზიკოსმა ანდალუსიას ასტროფიზიკის უნივერსიტეტიდან. ის არის ჟურნალ „Astronomy & Astrophysics“ 2017 წლის თებერვალში გამოქვყნებული კლევის თანაავტორი 2015 TB145-ის თვისებების შესახებ. შესაძლოა „ჰელოუინის ასტეროიდი“ ყოფილი კომეტაა, რომელმაც წყალი და სხვა აქროლადი ნივთიერებები დაკარგა. ის ყოველ 3,04 წელიწადში ერთხელ ჩნდება ჩვენს პლანეტასთან ახლოს.

ასტეროიდი 2018 წლის ნოემბერში კლავ გამოჩნდება. ეს აღარ იქნება ისეთი დრამატული, როგორც ადრე, ახლა ის გაცილებით შორს ჩაუფრენს დედამიწას.