ENG
ნეირონული თამაშები - მოზაკი
71 წაკითხვა
ავტორი:თამარ შალამბერიძე
Shutterstock

თამაში ვაშინგტონის უნივერსიტეტის თამაშის მეცნიერებათა ცენტრის მიერ შეიქმნა, ალანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

მოთამაშეები თვალს ადევნებენ ნეირონის პროექციებს 3 განზომილებაში და ქულებს იღებენ ნეირონთა სტრუქტურული მონახაზის სწორად შექმნის შემთხვევაში. თამაშს საფუძვლად უდევს კომპიუტერული მიკროსკოპით მიღებული უამრავი სურათი. მათი ფორმების შესაბამისად ხდება თამაშის მინიშნებებისა და ქულების გაცემა.

თამაშის ალგორითმი ინახავს ერთი ნეირონის ყველა რეკონსტრუქციულ ვარიანტს,  რომელიც მინიმუმ 5 სხვა და სხვა მოთამაშის მიერ არის შედგენილი. ეს განსხვავებული რეკონსტრუქციები ეხმარება მეცნიერებს ნეირონული მოდელების ბაზის შექმნაში. შედეგების საბოლოო ანალიზი ალანის უნივერსიტეტში კეთდება სპეციალისტების მიერ და იქმნება ერთი, შეჯერებული მოდელი, თითოეული ტიპის ნეირონისთვის.

როგორც ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზორან პოპოვიჩი აღნიშნავს: „კომპიუტერის მიერ კონტროლირებადი მიკროსკოპები ნეირონთა შესახებ უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას გვაძლევს, რომლის სწორად დამუშავება საკმაოდ დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. ამ თამაშით კი შესაძლებელია ნეირომეცნიერების პროგრესის დაჩქარება და ნეირონთა სრულყოფილი კლასიფიკაციის შედგენა, რაც ალანის უნივერსიტეტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს“.