ENG
ორალური კონტრაცეპტივები კიბოს პრევენციისთვის
103 წაკითხვა
ავტორი:მამუკა ხუნდაძე
Shutterstock

2018 წლის დასაწყისში, ჟურნალ JAMA Oncology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ორ ჯგუფად დაყოფილი, 50-71 წლის 196 536  ქალი მონაწილეობდა. პირველი ჯგუფის წევრები ორალურ კონტრაცეფტივებს საერთოდ არ იყენებდნენ, ხოლო მეორესი - წლების განმავლობაში იღებდნენ მას. მონაწილე ქალებს ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ, მაგალითად, ზოგი თამბაქოს ეწეოდა, ზოგი არ ვარჯიშობდა.

აღმოჩნდა, რომ ორალური კონტრაცეპტივების 10 წელზე მეტ ხანს მოხმარებამ საკვერცხის კიბოს რისკი 40%-ით, ხოლო ენდომეტრიუმის კიბოს რისკი 34%-ით შეამცირა. ეფექტი განსაკუთრებით ძლიერი  ჭარბწონიანებსა და მწეველ ქალებში იყო.

ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ორალურ კონტრაცეპტივებს პოსტმენოპაუზურ მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.

კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ეპიდემიოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი, კარა მიჩელსი (Kara Michels) ამბობს, რომ ქალები ორალურ კონტრაცეპტივებს კიბოს პრევენციის კუთხით არ უყურებენ. „არადა, ისინი შესაძლებელია კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პოსტმენოპაუზურ ქალებში პრევენციისთვისაც გამოსადეგი იყოს“.