ENG
რა არ უნდა დალიოთ გაუწყლოების დროს?
130 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ფაქტობრივად, ჰიდრატაციისთვის ნებისმიერი სითხე კარგია, თუმცა გირჩევთ თავი აარიდოთ მლაშე წყალს.

მოსაზრებას, რომ წყლის გარდა, სხვა სითხეები დეჰიდრატაციას იწვევენ, არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. როგორც შარდმდენი, კოფეინი ნამდვილად იწვევს წყლის დაკარგვას, თუმცა მხოლოდ იმ რაოდენობით, რომელსაც ყავასთან ერთად სვამთ. ჩაი, ყავა, მინერალური წყლები და ბავშვებში რძე თანაბრად კარგია სითხის შესავსებად.

აბერდინის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ადამიანის ფიზიოლოგიის დარგში რონ მოენმა შეისწავლა ალკოჰოლის ზემოქმედება, რომელიც კიდევ ერთ შარდმდენად არის მიჩნეული და აღმოაჩინა, რომ ზომიერი მოხმარებისას, მასაც მცირეოდენი გავლენა აქვს  ადამიანის სითხის ბალანსზე.

მისი კვლევის შედეგებმა, რომლებიც „გამოყენებითი ფიზიოლოგიის ჟურნალში“ გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ სპირტიანი სასმელები ალკოჰოლის 4%-ზე ნაკლები შემცველობით, როგორიცაა მსუბუქი ლუდი, შეიძლება გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად იყოს გამოყენებული.

მეორე მხრივ, ზღვის წყალი პირსასაქმებელია, ამიტომ თუ მას დალევთ, უკან ამოიღებთ. თუ მაინც მოახერხებთ დალევას, მაშინ თქვენი ორგანიზმის უჯრედების წყალი მის გასაზავებლად მაღალკონცენტრირებული მარილიანი სითხისკენ წნევით დაიძვრება.

ეს გამოიწვევს თქვენი უჯრედების გაუწყლოებას და მძიმე შემთხვევებში სპაზმებსაც კი, ტვინის ფუნქციების შეფერხებას, ღვიძლისა და თირკმლის პრობლემებს, რაც შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს.