ENG
რა ფერისაა წყალი?
1233 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ტრადიციული პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ წყალი უფერულია, „სუფთა“ ან „გამჭვირვალე“, და რომ ზღვა იმიტომაა ლურჯი, რომ მასში ცა ირეკლება. ეს არ არის მართალი.

წყალი ნამდვილად ლურჯია. ძალიან მკრთალი, მაგრამ მაინც ლურჯია. ეს შეგიძლიათ ბუნებაში ნახოთ, თუ თოვლში გაკეთებულ ღრმა ხვრელში ჩაიხედავთ ან გაყინულ ჩანჩქერის სქელ ყინულს გახედავთ. ძალიან დიდი ზომის თეთრ აუზს წყლით თუ აავსებთ და ჩახედავთ, წყალი ლურჯი იქნება.

ეს მკრთალი ლურჯი ელფერი არ ხსნის, რატომ იღებს  წყალი ზოგჯერ საოცარ ლურჯ ფერს, როდესაც ზემოდან დავცქერით. ციდან არეკლილი ფერი აშკარად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზღვა არ არის განსაკუთრებულად ლურჯი ღრუბლიან დღეს.

თუმცა ჩვენ მიერ დანახული ყველა სინათლე წყლის ზედაპირიდან არ არის არეკლილი; მისი რაღაც ნაწილი ქვევიდან მოდის. რაც უფრო მღვრიეა წყალი, მით მეტ ფერს ირეკლავს.

წყლის დიდ აუზებში, როგორიცაა ზღვები და ტბები, წყალი, როგორც წესი, მაღალი კონცენტრაციით შეიცავს მიკროსკოპული ზომის მცენარეებსა და წყალმცენარეებს. მდინარეებსა და გუბურებში ნიადაგისა და სხვა მყარი სხეულების მაღალი კონცენტრაციაა სუსპენზიის სახით.

ყველა ეს ნაწილაკი ირეკლავს და აბნევს ზედაპირისკენ დაბრუნებულ სინათლეს, რაც ჩვენ მიერ დანახული ფერების უდიდეს ვარიაციას ქმნის. ამით აიხსნება, თუ რატომ გადაკრავს მბრწყინავი მწვანე ფერი ხმელთაშუა ზღვას კაშკაშა ლურჯი ცის ქვეშ.

წყალი
წყალი