ENG
რომელია ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი ნაგებობა დედამიწაზე?
163 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ასევე მცდარია ჭკუის კოლოფების მიერ დასახელებული მუბარაქ ალ-კაბირის კოშკი ქუვეითში. გონებამახვილური პასუხი - ჰოლანდია - ასევე მცდარია! მაშ, რომელია ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი ნაგებობა დედამიწაზე?

პასუხია „ფრეშ-კილსი“, ნიუ-იორკის შტატის სტეიტენ-აილენდზე მდებარე ნაგავსაყრელი,

1948 წელს გახსნილი „ფრეშ-კილსი“ - ნაგავსაყრელი (სახელი ნიდერლანდური სიტყვის „kil“-ის მიხედვით უწოდეს, რაც „პატარა მდინარეს“ ნიშნავს) მალე ერთ-ერთი უდიდესი პროექტი გახდა კაცობრიობის ისტორიაში და უკან ჩამოიტოვა ჩინეთის დიდი კედელი, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი უდიდესი ნაგებობა მსოფლიოში.

ტერიტორიის ფართობი 12 კვადრატული კილომეტრია. ექსპლუატაციის დროს, ყოველდღიურად ოცი ბარჟიდან იტვირთებოდა ნაგავი (თითოეული ბარჟა 650 ტონას იტევდა). ის რომ ღია დარჩენილიყო, როგორც დაგეგმილი იყო, უმაღლესი წერტილი გახდებოდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. ნაგავსაყრელის მწვერვალი თავისუფლების ქანდაკებაზეც უკვე 25 მეტრით მაღალი იყო.

ადგილობრივთა ზეწოლის შედეგად, ნაგავსაყრელი 2001 წლის მარტში დაიხურა და მხოლოდ მაშინ გაიხსნა ხელახლა, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნგრევისას წარმოქმნილი უზარმაზარი რაოდენობის ნარჩენების დაბინავება გახდა საჭირო.

ამჟამად ის მთლიანად დახურულია და ახალი შეზღუდვების მიხედვით, აღარასოდეს გაიხსნება (ქალაქ ნიუ-იორკის ფარგლებში ნაგავსაყრელები საერთოდ არ დაიშვება). ახლა ეს ადგილი მოსწორებულია და გამწვანებული პარკია გაშენებული. მშვენიერია!

შეიძლება ვიკამათოთ, რომ არსებობენ სტრუქტურები, რომლებიც მეტ სივრცეს მოიცავენ - ალბათ, აშშ-ის საავტომობილო გზების ქსელი? ინტერნეტი? GPS-ის თანამგზავრული ქსელი? თუმცა „ფრეშ-კილსის“ ნაგავსაყრელი უდიდესი ერთი მთლიანი სტრუქტურაა.

"ფრეშ-კილსი"
„ფრეშ-კილსი“, ნიუ-იორკის შტატის სტეიტენ-აილენდზე მდებარე ნაგავსაყრელი