ENG
რომელია უდიდესი ქვის ლოდი მსოფლიოში?
222 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

მსოფლიოს უდიდესი ლოდი ავგუსტუსის მთა (იგივე ბურინგურა), დასავლეთ ავსტრალიის მიყრუებულ ნაწილში უდიდესი ცალკე მდგარი ქვის ლოდია მსოფლიოში. ის ორნახევარჯერ უფრო დიდია, ვიდრე ულურუ, (იგივე აიერს-როკი) და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი, თუმცა, თავისებურად, თვალწარმტაცი ადგილია.

ის 858 მეტრზეა აღმართული, ხოლო მისი ქედის სიგრძე 8 კილომეტრზე მეტია.

ულურუსთან შედარებით, ის არა მხოლოდ უფრო დიდი და მაღალია, არამედ ასაკით ბევრად უფროსი. მისი ხილული რუხი ქვიშაქვა 1000 მილიონი წლის წინანდელი ზღვის ფსკერის ნაშთს წარმოადგენს. ქვიშაქვის ქვევით მდებარე ძირითადი ქანი 1650 მილიონი წლის წინანდელი გრანიტია. ულურუს უძველესი ქვიშაქვა კი მხოლოდ 400 მილიონი წლისაა.

კლდე სიწმინდეა უაჯარის ტომისთვის და ჰქვია ბურინგურა, პატარა ბიჭის სახელი, რომელიც საინიციაციო რიტუალისგან თავის არიდებას გაქცევით ცდილობდა. მას დაედევნენ და შუბით დაჭრეს ფეხში, შემდეგ კი კომბლებით შეირაღებულმა ქალებმა სიკვდილამდე სცემეს. კლდის ფორმა ასახავს მუცელზე დაწოლილი ბიჭის სხეულის ფორმას, რომელსაც მოღუნული ფეხი მკერდზე აქვს მიდებული, საიდანაც შუბია ამოშვერილი.

საკონტროლო გასროლა აიერს-როკის მოყვარულთათვის: ავგუსტუსის მთა მონოლითია -  ქანის ერთი ნაჭერი. ულურუ კი - არა. იგი მხოლოდ უზარმაზარი მიწისქვეშა კლდოვანი ფორმაციის მწვერვალს წარმოადგენს, როგორც კონერის მთა (Attila) და ოლგას მთა (Kata Tjuta).

76
ბურინგურა: დასავლეთი ავსტრალია; სიმაღლე 858 მ. ქედის სიგრძე 8 კმ.