ENG
სად “გამოიგონეს” არითმეტიკული ტოლობის ნიშანი?
244 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

სწორი პასუხია - უელსში!

მათემატიკის ეს აუცილებელი კომპონენტი ეგვიპტელებს, ბერძნებს, არაბებს ან ბაბილონელებს არ გამოუგონიათ. ის სამხრეთ უელსის პატარა სანაპირო ქალაქ ტენბიში შეიქმნა. 1510 წელს აქ დაიბადა ასტრონომი და მათემატიკოსი რობერტ რეკორდი. ის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი იყო და ცნობილი ფიზიკოსი გახდა ედუარდ VI-ისა და დედოფალი მერის სამეფო კარზე, მოგვიანებით კი - სამეფო ზარაფხანის რევიზორი.

რეკორდმა დაწერა მათემატიკის რამდენიმე პოპულარული სახელმძღვანელოც. მათგან ყველაზე მეტად ცნობილია „The Whetstone of Witte“ (1557). ინგლისის საზოგადოებას მან პირველად წარუდგინა არა მხოლოდ ალგებრა, არამედ ტოლობის ნიშანიც =.

რეკორდის კიდევ ერთი გამოგონება იყო სიტყვა, რომელიც რიცხვის მერვე ხარისხს გამოხატავს, მაგ. 28 = 256. ეს იყო სიტყვა Zenzjzenzizenzic. ის არ დამკვიდრებულა. ეს სიტყვა მომდინარეობს გერმანული zenzic-დან, იმავე იტალიური censo-დან, რაც „კვადრატში აყვანილს“ ნიშნავს (ანუ ნიშნავს ((x2)2)2-ს, x-ის კვადრატის კვადრატის კვადრატს).

რიცხვებთან მიმართებაში მისი ნიჭის მიუხედავად, რეკორდი უფრო მწყრალად გახლდათ საკუთარ ფინანსებთან. ცუდი პოლიტიკური გამჭრიახობის გამო, ის გრაფ პემბროკის მხარეზე აღმოჩნდა, რომელსაც იმ დროისთვის ასტრონომიულ თანხას, 1000 გირვანქა სტერლინგს ედავებოდნენ. ამან გატეხა რეკორდი და იგი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა საუთუორკში, სამეფო სასამართლოს მოვალეებისთვის განკუთვნილ ციხეში.