ENG
სიარულის ევოლუცია ეჭვქვეშ
366 წაკითხვა
ავტორი:თამარ შალამბერიძე
Wikipedia

პატარა სკაროსი (Leucoraja erinacea) ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული ცხოველია, რომელსაც ხერხემალი გააჩნია.

2018 წლის 8 თებერვალს, ჟურნალში Cell გამოქვეყნებულ სტატიაში ამ თევზის თავის ტვინის უჯრედებზე ჩატარებულ გენეტიკურ ანალიზზეა საუბარი.

როგორც აღმოჩნდა, მათი თავის ტვინის მოტორიკაზე პასუხისმგებელი ნაწილი ძალიან ჰგავს ძუძუმწოვრების მოტორულ  სისტემას. ეს ნიშნავს, რომ პირველად სწორედ ზღვის ამ ბინადრებმა შეძლეს სიარულის მსგავსი ქცევის განხორციელება.

„სიარულისთვის დამახასიათებელი ნეირომოტორული სისტემა უნიკალურად ითვლებოდა ხმელეთის ცხოველებისთვის, რომლებიც წყლიდან 380 მილიონი წლის წინ ამოვიდნენ, - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის მეცნიერი, კატერინ ბოისვერტი, ჩვენი კვლევის შედეგად კი გამოვლინდა, რომ მცირე ზომის სკატსაც იმავე ტიპის ნეირონული სისტემა გააჩნია“.

თევზ სკაროსს არ აქვს ფეხები, მაგრამ აღჭურვილია ორი წყვილი ფარფლით. დიდ პექტორალურ ფარფლებს ის ცურვისთვის იყენებს, ხოლო უკანა, შედარებით მცირე ზომის ფარფლები საშუალებას აძლევს ოკეანის ზედაპირზე „გაიაროს“.

„არსებობს მოსაზრება, რომ სიარულის უნარი გაჩნდა სახეობათა წყლიდან ხმელეთზე ამოსვლის შედეგად“ - აცხადებს ნეირობიოლოგი ჯერემი დასენი. ეს აღმოჩენა კი ეჭვქვეშ აყენებს ამ მოსაზრებას.