ENG
თავის ტვინის ღრმა სტიმულაცია
448 წაკითხვა
ავტორი:თამარ შალამბერიძე
Shutterstock

როდესაც ჯუდი სლეტერს, პენსილვანიაში მცხოვრებ 59 წლის ქალს  ინსულტი დაემართა, მიუხედავად მოძრაობის ფუნქციის აღდგენისა, დარჩა ისეთი მოტორული დარღვევები, რომლის ფონზეც დამოუკიდებლად უამრავი საქმის შესრულება აღარ შეეძლო.

კლივლენდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა DBS მეთოდი, რომელიც თავის ტვინში ჩანერგილი იმპლანტით განხორციელებული ელექტროსტიმულაცის საშუალებით, ააქტივებს დაზიანებულ ნეირონულ წრედებს და აღადგენს დისფუნქციურ უბნებს, შესაბამისად, დარღვეულ მოტორულ ფუნქციებს.

2016 წლის დეკემბერში ჯუდი ამ მეთოდის სატესტო იმპლანტაციას დათანხმდა. ქირურგიული ჩარევის შედეგად, ჯუდის თავის ტვინში, ნათხემის მახლობლად, ჩაინერგა ელექტროდები, რომლებიც ეხმარება დაზიანებულ ნეირონულ უბნებს ფუნქციის აღდგენაში.

„მას შემდეგ, რაც ჯუდის იმპლანტები ავამუშავეთ, ვხედავთ მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესებას ნერვული აქტივობის გააქტივების სახით“, –  ამბობს მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი, დოქტორი ანდრე მაჩადო. თუმცა მისივე განცხადებით, იმპლანტი სამუდამოდ უნდა იყოს ჩართული, თუ ექიმებს შეეძლებათ მისი გამორთვის შემდეგაც შეინარჩუნონ მიღებული შედეგი, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შემდგომ კვლევებს საჭიროებს.