ENG
“თეთრი სიკვდილის” ნაირსახეობა
54 წაკითხვა
ავტორი:ქეთი ქუტიძე
Shutterstock

 ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციამ ბევრ ადამიანს უბიძგა უარი ეთქვა შაქრიან სასმელზე და არჩევანი მათ დიეტურ სახესხვაობაზე შეეჩერებინა. მაგრამ, რამდენად ჯანმრთელია “ჯანმრთელი”  ალტერნატივა?

სამედიცინო ჟურნალ “Stroke”-ის 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, დიეტური ანუ შაქრის შემცვლელებით დამტკბარი სასმელის დღიური მოხმარება 3-ჯერ ზრდის დემენციისა და ინსულტის ალბათობას.

კვლევამ ჯერჯერობით მხოლოდ კორელაცია აჩვენა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კი დამტკიცებული არ არის. მოქმედების მექანიზმი უცნობია, თუმცა იკვეთება საინტერესო ტენდენცია, რომელიც შემდგომ კვლევებს მოითხოვს.

”ჩვენ არ გირჩევთ, რომ დაუბრუნდეთ შაქრით დამტკბარ სასმელს”, - აგრძელებს საკო. მაშინ როდესაც სამყარო დავობს, რამდენად უსაფრთხოა ხელოვნურად დამტკბარი პროდუქცია, ის ნამდვილად ჯობია უფრო საშიშ, შაქრიან ანალოგს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჭარბწონიანობასა და დიაბეტთან, რომლებიც, თავის მხრივ, ინსულტისა და დემენციის რისკ-ფაქტორია.

მაშინ, რისი დალევა შეგვიძლია? ექიმები თანხმდებიან, რომ წყალი ყველაზე კარგი არჩევანია.