ENG
ვინ აღმოაჩინა ავსტრალია?
7646 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

დავიწყოთ თავიდან: ჯერ ერთი, ის არ ყოფილა კაპიტანი. ის იყო ლეიტენანტი კუკი ხომალდი „ინდევორის“ პირველი მოგზაურობისას (1768-71). ის არ ყოფილა პირველი ევროპელი, ვინც ეს კონტინენტი ნახა - ნიდერლანდელებმა მას 150 წლით აჯობეს. არ ყოფილა პირველი ინგლისელიც კი, ვისაც ფეხი დაუდგამს იქ. უილიამ დემპიერი იყო ის ადამიანი, ვინც 1697 წელს პირველად აღწერა „დიდი ხტუნია ცხოველი“.

დემპიერი (1652-1715) იყო მეზღვაური, კაპიტანი, მოგზაური, მკვლევარი, კარტოგრაფი, მეცნიერ-დამკვირვებელი და მეკობრე. ალექსანდრ სელკირკი - რობინზონ კრუზოს პროტოტიპი - მისი ეკიპაჟის წევრი იყო. მან გემით სამჯერ შემოუარა მსოფლიოს, გამოიგონა პირველი ქარის რუკა და 1000-ზე მეტჯერ არის ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში, როგორც ინგლისურ ენაში ისეთი სიტყვების დამამკვიდრებელი, როგორიცაა: ავოკადო, ბარბექიუ, პურის ხე, კეშიუ, საჭმელი ჩხირები, დასახლება და ტორტილია (მექსიკური პური).

ბოლო წლებში ბევრი ლობისტი გამოუჩნდა მოსაზრებას, რომ კონტინენტის პირველი უცხოელი სტუმრები ჩინელები იყვნენ. არსებობს არქეოლოგიური ნივთმტკიცება, რომ ადმირალი ჯენ ხე (1371-1435) მინის დიდი დინასტიიდან, ქალაქ დარვინთან ახლოს ნაპირზე 1432 წელს გადავიდა.

გევინ მენზიესის ბესტსელერში („1421 არის წელი, როდესაც ჩინელებმა ამერიკა აღმოაჩინეს“) მოგონილი ამბავიც („ჯენ ხემ მთელი სამყარო აღმოაჩინა“) რომ არ დავიჯეროთ, მაინც დიდია ალბათობა, რომ მეთხუთმეტე საუკუნის ამ არაორდინარულმა მოგზაურმა (იგი მუსლიმი და საჭურისი გახლდათ) მართლაც მიაღწია ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროს.

ბოლოს და ბოლოს, ზღვის კიტრებზე მონადირე ინდონეზიელმა მეთევზეებმა (მას ჩინელებზე ყიდდნენ), ეს პირველად დაფიქსირებულ ევროპელებზე ბევრად ადრე მოახერხეს.

ჩრდილოეთ ავსტრალიის მკვიდრი ზოგი ხალხი, მაგალითად იოლნგუ, ნაოსნობასა და თევზაობას სწავლობდა ზღვისიქითა სტუმრებისგან, ამავდროულად მათგან ითვისებდა სიტყვებს, იარაღის ხმარებასა და მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი და თამბაქო).

ნამდვილი „აღმომჩენები, რა თქმა უნდა, აბორიგენები არიან, რომელთაც ავსტრალიას 50 000 წლის წინ მიაღწიეს. კონტინენტზე მათი უკვე 2000 თაობა გამოიცვალა, ევროპელების კი - მხოლოდ რვა.

ეს საკმარისი დროა იმისათვის, რომ ისინი მათ გარემოში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების თვითმხილველებად ყოფილიყვნენ. 30 000 წლის წინ ავსტრალიის ლანდშაფტი ამწვანებულ მცენარეულობას, წყალუხვ ტბებსა და თოვლით დაფარულ მთის წვერვალებს უნდა გაევსო.  

გამხსნელი ფოტო: კაპიტანი კუკი (1728 - 1779 წწ.). ი. სკრივენის გრავიურა; გამოქვეყნებულია: "პორტრეტების და მოგონებების გალერეა." გაერთიანებული სამეფო, 1837 წ.