ENG
ვისი სახელი უწოდეს ამერიკას?
995 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

არა იტალიელი ვაჭრისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის, არამედ რიჩარდ ამერიკის (Richard ap Meryk, ინგლისურად Richard Amerike ხან კი Ameryk) გამო.

რიჩარდ ამერიკი ანგლო-უელსელი წარმოშობის მდიდარი ვაჭარი ბრისტოლიდან. სწორედ ის გახლდათ ჯონ კაბოტის მეორე ტრანსატლანტიკური მოგზაურობის მთავარი ინვესტორი. ჯონ კაბოტი იტალიელი საზღვაო მოგზაურის ჯოვანი კაბოტოს ინგლისური სახელია. 1497-ის და 1498 წლების მისმა ექსპედიციებმა მოგვიანებით საფუძველი ჩაუყარა ბრიტანეთის პრეტენზიებს კანადაზე. კაბოტი 1484 წელს გადავიდა გენუადან ლონდონში და მეფე ჰენრი VII-მ მას უცნობი მიწების მოძიება დაავალა.

თავისი პატარა ხომალდით „მეთიუ“, კაბოტმა 1497 წლის მაისში ლაბრადორს მიაღწია და პირველი ევროპელი გახდა, ვინც ფეხი დადგა ამერიკის მიწაზე. მან ვესპუჩის ორი წლით დაასწრო.

კაბოტმა ჩრდილო-ამერიკის სანაპირო ზოლის რუკა შეადგინა ახალი შოტლანდიიდან ნიუფაუნდლენდამდე. მოგზაურობის მთავარ სპონსორს, რიჩარდ ამერიკს, იმედი ჰქონოდა, რომ აღმოჩენილ ტერიტორიებს მის სახელს უწოდებდნენ. ბრისტოლის იმ წლის კალენდარში არსებობს ჩანაწერი: „...იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს (24 ივნისი) ხომალდ „მეთიუზე“ მყოფმა ბრისტოლელმა ვაჭრებმა აღმოაჩინეს ახალი ტერიტორია ამერიკა“. ეს ნათლად მიუთითებს, რომ რიჩარდ ამერიკის ოცნება ახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კალენდრის ხელნაწერის ორიგინალი არ არის შემორჩენილი, ის მრავალჯერ არის დამოწმებული იმ დროის სხვა დოკუმენტებში. მაშინ ტერმინი „ამერიკა“ პირველად გამოიყენეს ახალ კონტინენტთან მიმართებაში.

ყველაზე ძველი შემორჩენილი რუკა, რომელშიც ეს სახელი იყო გამოყენებული, არის მარტინ ვალდზეემიულერის 1507 წლის მსოფლიოს დიდი ატლასი, თუმცა ის მხოლოდ სამხრეთ ამერიკას ეხებოდა. თავის ჩანაწერებში ვალდზეემიულერი ვარაუდობს, რომ სახელი წარმოიშვა ამერიგო ვესპუჩის სახელის ლათინური ვარიანტიდან, რადგან ვესპუჩიმ აღმოაჩინა სამხრეთ ამერიკა და მისი სანაპიროს რუკა შეადგინა 1500-1502 წლებში.

ეს გვაფიქრებინებს, რომ ვალდზეემიულერი არ იყო დარწმუნებული და ცდილობდა, ახსნა მოეძებნა სხვა რუკებზე ნანახი სახელისთვის, რომლებიც შესაძლოა კაბოტს ეკუთვნოდა. ერთადერთი ადგილი, სადაც იცოდნენ და იყენებდნენ სიტყვას „ამერიკა“, იყო ბრისტოლი, სადაც საფრანგეთში მცხოვრები ვალდზეემიულერი დიდი ალბათობით არ იქნებოდა ნამყოფი. საყურადღებოა, რომ 1513 წელს შედგენილ მსოფლიო ატლასში მან „ამერიკა“ ჩაანაცვლა სიტყვით - „Terra Incognita“ (უცნობი მიწა).

ვესპუჩის არასდროს მიუღწევია ჩრდილოეთ ამერიკამდე. ყველა ადრეული რუკა ბრიტანული იყო. ამასთან, მას არასდროს გამოუყენებია ტერმინი „ამერიკა“ თავის აღმოჩენასთან მიმართებაში.

ამის მიზეზი არსებობს. ახალ ქვეყნებს ან კონტინენტებს არასდროს არქმევდნენ ადამიანის სახელს. მათ გვარის მიხედვით ნათლავდნენ (მაგალითად, ვან დიმენის მიწა ტასმანიაში, ან კუკის კუნძულები).

ამერიკა გახდებოდა „ვესპუჩილანდია“ (ან „ვესპუჩია“), იტალიელ მკვლევარს მისთვის შეგნებულად რომ ეწოდებინა თავისი სახელი.

რიჩარდ ამერიკი
რიჩარდ ამერიკი, ანგლო-უელსელი წარმოშობის მდიდარი ვაჭარი ბრისტოლიდან.