ENG
3D ორგანოები
584 წაკითხვა
ავტორი:თამარ შალამბერიძე
Shutterstock

მინესოტის უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევრებმა შექმნეს ორგანოთა ხელოვნური მოდელები, რომლებიც 3D პრინტერით „იბეჭდება“.

2017 წლის 6 დეკემბერს, ჟურნალში ‘Advanced Materials Technologies’ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ორგანოების (მაგალითად, უკვე შექმნილი სამი პაციენტის პროსტატის) მოდელები ქირურგიული ოპერაციების პრაქტიკისთვის გამოიყენება. თითოეული მოდელი აღჭურვილია სენსორით, რომელიც ატყობინებს ქირურგს რამდენად მართებულად ჩატარდა მანიპულაცია და აღინიშნებოდა თუ არა ქსოვილზე გადამეტებული ინტენსივობის ზეწოლა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორგანოების მოდელებმა შესაძლებელია შეცვალოს  „თამაშის წესები“. მოდელი დაეხმარება ქირურგს ოპერაციის ახლებურად წარმართვასა და დაგეგმვაში.  ვიმედოვნებთ, რომ ეს მიღწევა მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს და შეამცირებს ქირურგიული ოპერაციების დროს დაშვებული შეცდომების რაოდენობას“ - ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის მკვლევარი, მიშელ მაკალპინი.