ENG
ახალი წამალი თაგვებში კიბოს კურნავს
279 წაკითხვა
ავტორი:მამუკა ხუნდაძე
Shutterstock

2018 წელს, Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ექსპერიმენტული წამლის მიღების შემდეგ, ლიმფომით (იმუნური უჯრედების, კერძოდ ლიმფოციტების, სიმსივნე) დაავადებული 90 თაგვიდან 87 სრულიად განიკურნა. სამში სიმსივნე ისევ განვითარდა, თუმცა მკურნალობის განმეორების შემდეგ, ისინიც განიკურნენ.

კვლევაში გამოყენებული წამალი იმუნური სისტემის ორი მასტიმულირებელი ნივთიერებისგან შედგება. სიმსივნურ მასაში შეყვანის შემდეგ, ისინი იქ მყოფ კიბოს მიმართ სპეციფიკურ T-უჯრედებს ააქტიურებს,  რომლებმაც სიმსივნეში ორგანიზმის იმუნური სისტემის პირველადი წარუმატებელი რეაქციის შემდეგ შეაღწია. გააქტიურებული T-უჯრედები არა მარტო ადგილობრივ, არამედ მეტასტაზირებულ კიბოსაც ანადგურებს.

მკურნალობის ეს მეთოდი თაგვებში ლიმფომის გარდა, მკერდის კიბოზე, მელანომასა და მსხვილი ნაწლავის კიბოზეც მოქმედებს. იგეგმება კვლევა ადამიანებზეც. მასში მონაწილეობას  ლიმფომით დაავადებული 15 პაციენტი მიიღებს.

მკვლევარი და ავტორი, სტენფორდის მედიცინის სკოლის ონკოლოგიის პროფესორი, რონალდ ლევი (Levy) ამბობს: „თუ სიმსივნეში იმუნური უჯრედები შეაღწევს, პოტენციურად ნებისმიერი ტიპის სიმსივნის განკურნებას შევძლებთ“.