ENG
ასობით პტეროზავრის კვერცხი აღმოაჩინეს
244 წაკითხვა
ავტორი:დავით ლამაზოშვილი
Shutterstock

ჩინეთში პალეონტოლოგებმა პტეროზავრის ორასზე მეტი განამარხებულ კვერცხი აღმოაჩინეს. მკვლევრები სწავლობენ უძველესი მფრინავი რეპტილიის კვერცხებს, რომელიც დინოზავრებთან ერთად ცხოვრობდა. ზოგიერთ მათგანში დღემდე აღმოჩენილებს შორის საუკეთესოდ შემონახული უძველესი ემბრიონია.

მეცნიერები პტეროზავრებს ორი საუკუნეა სწავლობენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ათეული განამარხებული ემბრიონი აღმოაჩინეს ბოლო წლებში. ახალაღმოჩენილ ბუდეში სულ მცირე 215 და, შესაძლოა, 300 შესანიშნავად შემონახული განამარხებული კვერცხია.

პტეროზავრები დინოზავრების ერაში ცხოვრობდნენ, თუმცა არ იყვნენ დინოზავრები. მათ მფრინავ რეპტილიებს მიაკუთვნებენ. ისინი დინოზვრებისგან სრულიად დამოუკიდებელ ქვეწარმავლების ევოლუციურ შტოს წარმოადგენენ.  66 მილიონი წლის წინ ეს მფრინავი ხვლიკები და დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მესამედი მასობრივად გადაშენდა.

16 ემბრიონის შესწავლით მეცნიერებმა აღადგინეს პატარა პტეროზავრების გადაადგილების სავარაუდო უნარები. „ფრენასთან დაკავშირებული ძვლები უფრო ნაკლებად განვითარებული ან გამყარებული იყო, ვიდრე უკანა კიდურებისა, რაც მიუთითებს, რომ ახალგამოჩეკილებს შეეძლოთ სიარული და არა  ფრენა“ ამბობს ჟურნალ „Science“- ში გამოქვყნებული კლევის თანაავტორი ალექსანდერ კელნერი.