ENG
ბოლობოლო, მავნეა მობილური ტელეფონი?
129 წაკითხვა
ავტორი:ანანო მაისურაძე
Shutterstock

ახალმა კვლევებმა ჭეშმარიტების დადგენის ნაცვლად, უფრო დიდი გაურკვევლობა გამოიწვია.

2018 წლის 2 თებერვალს, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ორი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა თაგვებსა და ვირთაგვებზე მობილურების გამოსხივების გავლენის შესახებ.

ორივე კვლევა ამერიკის ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამის მიერ (the National Toxicology Program (NTP)) ჩატარდა.

ლაბორატორიაში თაგვები და ვირთაგვები სპეციალურ კონტეინერებში ცხოვრობდნენ, სადაც დღე-ღამეში 9 საათით მობილურის გამოსხივების ზეგავლენის ქვეშ ყოფნა უწევდათ (10 ვატი ერთ კილოგრამზე). ზემოქმედება დაბადებამდე იწყებოდა და 2 წელი გრძელდებოდა. კვლევაში გათვალისწინებული იყო ცხოველის სქესი, სახეობა, ასაკი, წონა და ა.შ.

ერთადერთი მკაფიო შედეგი, რომელიც მეცნიერებმა მიიღეს იყო ის, რომ მამრ ვირთაგვებს გაცილებით ხშირად ემართებოდათ ე.წ. Malignant Schwannoma, გულის ნერვების გარშემო მდებარე შემაერთებელი ქსოვილის კიბო, ვიდრე მდედრებს. თუმცა, ყოველთვის აშკარა არ იყო ამას გამოსხივება იწვევდა თუ სხვა რომელიმე ფაქტორი.

მიუხედავად ამ „აბსტრაქტული“  შედეგებისა, ზოგმა მეცნიერმა მაინც გააკეთა კონკრეტული დასკვნა.

ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ კარპენტერმა განაცხადა, რომ ეს პირველი აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ რადიოსიხშირის ველი სიმსივნისკენ მიდრეკილებას იწვევს.

FDA-ს ხელმძღვანელი ჯეფრი შურენი კი დარწმუნდა, რომ არსებული სტანდარტებით წარმოებული მობილური ტელეფონები სრულიად უსაფრთხოა მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის და მათი გამკაცრება საჭირო არაა.