ცნობილია, რომ დაქორწინება ასოცირებულია ჯანსაღ ცხოვრების წესთან, დაბალ სიკვდილიანობასთან, და როგორც the Journal of Neurology, Neurosurgery, and Psychiatry-ში 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევა მოწმობს, დემენციის (მეხსიერების, აზროვნების დასწავლის თუ თუ სხვა ფსიქიკური პროცესების მოშლა) შემცირებულ რისკთანაც.
მკვლევრებმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) ექსპერტების ხელმძღვანელობით, გაანალიზეს 15 კვლევა, რომელიც მოიცავდა 800 000-ზე მეტ ადამიანს. კვლევამ აჩვენა, რომ დემენციის რისკი მარტოხელა ადამიანებში დაქორწინებულებთან შედარებით 42%-ით იყო გაზრდილი. ქვრივებში კი რისკი 20%-ით იყო გაზრდილი, თუმცა ეს, შესაძლოა, მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესის ბრალი ყოფილიყო.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, ასეთ შედეგს შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის გამო ვიღებდეთ; მაგალითად, დაქორწინებულ ადამიანებს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, რაც მჭიდრო კავშირშია ჯანდაცვასთან.
ასევე, შესაძლოა, ქორწინების შემდეგ მეუღლესთან ხშირმა ურთიერთობამ გააუმჯობესოს კოგნიტიური რეზერვი (ტვინის გამძლეობა დაავადების მიმართ), რაც დემენციის განვითარების რისკს შეამცირებდა.
Alzheimer’s Research UK-ის წარმომადგენელი, ლაურა ფიპსი ამბობს: „ფიზიკური, გონებრივი და სოციალური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ნაწილებია და მის მისაღწევად მუშაობა ყველას შეუძლია“.