ელისაბედი 14 წლისა და ის საერთაშორისო ქართული სკოლაში (IGS) სწავლობს.
„ტრენინგში #შენ - ნატურალისტი“ მონაწილეობა მინდოდა, რადგან მიყვარს ფოტოების გადაღება, ცხოველების დაფიქსირება ჩემს სურათებში და მიყვარს წერა. მინდოდა ზოოპარკი უფრო კარგად გამეცნო. კიდევ მიყვარს ჩოგბურთის თამაში, კითხვა, თხილამურებზე სრიალი... ტრენინგამდე ვფიქრობდი, რომ ზოოპარკში მყოფი ცხოველები ძალიან ცოდოები იყვნენ. ახლა კი ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან იღბლიანია, რადგან ზოოპარკს გარეთ მას გადაშენება ელოდება ან უბრალოდ უმწეოდ მოკვდება.“