ჰარვარდელმა მკვლევრებმა 28 კვლევის სისტემური და მეტა-ანალიზი ჩაატარეს და ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების სირთულესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის ძლიერი კავშირი იპოვეს. დასკვნა 2017 წელს ლის ვასკულარული მედიცინის აკადემიური ჟურნალის დეკემბრის გამოცემაში დაიბეჭდა.
ერექცია ზოგადი ჯანმრთელობის ბარომეტრია და თუ მისი დისფუქნციის თვალნათელი მიზეზი (როგორიცაა ტრავმა ან ხანდაზმულობა) ვერ დადგინდა, უმჯობესია მამაკაცმა გულ-სისხძარღვთა დაავადებების სკრინინგი გაიკეთოსო, აღნიშნავს ჰარვარდის პროფესორი და ანგარიშის რედაქტორი მაიკლ ო’ლირი.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ ათეროსკლეროზი მხოლოდ გულის არტერიების დაავადებაა, თუმცა მან შეიძლება ნებისმიერი არტერია ჩაითრიოს. მათ შორის პენისის არტერიებიც, რომელთაც გულის მკვებავ, ანუ კორონარულ არტერიებზე პატარა დიამეტრი აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ათეროსკლეროზული ფოლაქები კორონარულ არტერიებზე უფრო ძლიერად, სწორედ პენისის არტერიებს ზღუდავს, სისხლი ვეღარ ავსებს პენისს, რაც მის გაბერვასა და სიმყარეს, ანუ ერექციას უშლის ხელს.
ათწლეულების განმავლობაში პრევენციისა და მკურნალობის მეთოდების შესწავლის მიუხედავად, გულ-სისხძარღცთა დაავადებები ჯერ კიდევ რჩება სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად. მისი ადრეული დიაგნოსტირება ხელს შეუწყობს ისეთი გართულებების პრევენციას, როგორიცაა ინფარქტი და ინსულტი, ხოლო ერექტილური დისფუნცქია, შესაძლოა, გულის დაავადების სიმპტომებამდე ბევრად ადრე გამოვლინდეს.