ENG
განცხადება
938 წაკითხვა

SEED საქართველო აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე

SEED საქართველო არის არასამთავრობო, არამომგებიანი და აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა საქართველოში და რომლის მიზანია ქვეყანაში განათლებული, ტოლერანტული, დემოკრატიული და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. „SEED საქართველოს” ინტერესების ძირითადი სფეროებია: გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, მეცნიერების პოპულარიზება, კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზება და ქვეყანაში  დასავლური ღირებულებების დანერგვა.

სოციალური მედიის მენეჯერის საქმიანობები

  1. ორგანიზაციის ვებსაიტის, Facebook გვერდის და Youtube არხის მუდმივი განახლება და მართვა;
  2. სოციალურ მედიაში განსათავსებელი კონტენტის შექმნა;
  3. სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა
  4. ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
  5. მომხმარებლებთან გამართული და ყურადღებიანი კომუნიკაცია;

ძირითადი სავალდებულო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი (განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, “ვებ დეველოპმენტის” ან აიტი სპეციალობის კუთხით წარმოადგენს დამატებით ღირებულებას);

ცოდნა-გამოცდილება:

  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (გამართული წერა-კითხვა);
  • Facebook Ads Manager-ის და Google Ads-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

  • კარგი ზოგადი განათლება და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მენეჯმენტის და ორგანიზებულობის უნარი;
  • შეეძლოს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა

ღირებულებები:

  • გარემოს დაცვითი საკითხების და პრობლემატიკის პრიორიტეტულობა;
  • სეკულარული სახელმწიფოს უპირატესობაზე დამყარებული მრწამსები;
  • გენდერული საკითხების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  • შშმ პირებთან და ხანდაზმულებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  •  „არ ავნო“ პრინციპის გათვალისწინება საქმიანობის ყველა ეტაპზე;
  • მაღალი მიმღებლობა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ - არაგანსჯითი მიდგომა;
  • კონფიდენციალობა;

ხანგრძლივობა და ანაზღაურება:

კონტრაქტის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 წელი 3 თვიანი საცდელი პერიოდით;

თვიური ანაზღაურება 1000 ლარი ხელზე;

დოკუმენტაციის მოწოდება და სხვა დეტალები:

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 თებერვალი 2020 წელი; 18:00
 

დაინტერესებულ კანდიდატებს, ვთხოვთ, მოგვაწოდოთ: 

  1. თქვენი რეზიუმე/CV მხოლოდ ინგლისურ ენაზე,
  2. თქვენს მიერ (ადრე ან ახლა) ადმინისტრირებული ვებ-გვერდის და სოც. მედიის (Facebook, YouTube) ბმულები.

გთხოვთ, მასალები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის გამოყენებით: bachana.akhalbedashvili@seed.ge

ელ-ფოსტის ველში Subject, გთხოვთ, მოუთითოთ: სოც. მედიის მენეჯერი (განიხილება მხოლოდ ინგლისურად მოწოდებული რეზიუმე/CV).

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.