ENG
„გეი გენი“აღმოაჩინეს
488 წაკითხვა
ავტორი:დავით ლამაზოშვილი
Shutterstock

ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული გენები აღმოაჩინეს. მეცნიერებმა სექსუალური ორიენტაციის გენეტიკური საფუძვლების მასშტაბური კვლევისას 1000 ჰომოსექსუალი და ამდენივე ჰეტერესექსუალი კაცის მთლიანი გენომები შეადარეს. გეი და ჰეტეროსექსუალი კაცების დნმ ორ მონაკვეთში (SLITRK6 და TSHR) მეცამეტე და მეთოთხმეტე ქრომოსომებში განსხვავდებოდა.

წინამორბედი კვლევებიც მიუთითებდა გენეტიკურ პრედისპოზიციაზე ჰომოსექსუალობისადმი, თუმცა ამ კუთხით ახლა პირველად შეისწავლეს ადამიანთა მთლიანი გენომები.

SLITRK6 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის ჩამოყალიბებაში. ის აქტიურია კერძოდ ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ჰიპოთალამუსს მოიცავს. კვლევები აჩვენებს, რომ ჰიპოთალამუსის ზოგიერთი ნაწილი 34 პროცენტით დიდია ჰომოსექსუალ კაცებში. ტვინის ეს ნაწილი სქესობრივი ლტოლვის მაკონტროლებენ ჰორმონებს წარმოქმნის.

მკვლევრებმა ნორზ შორის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სისტემების კვლევითი ინსტიტუტიდან (აშშ), ასევე, აღმოაჩინეს განსხვავება TSHR გენში. ის დაკავშირებულია ფარისებრ ჯირკვალთან, რომელიც კავშირშია სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებასთან.

პიროვნებისთვის და საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის განვითარებისა და გამოხატვის შესწავლა. გენეტიკასთან ერთად ბევრი სხვა ფაქტორი აყალიბებს სექსუალურ ორიენტაციას. ალან სანდერსი, 2017 წლის 7 დეკემბერს ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი ამბობს: „არიან მამაკაცები, რომლებსაც აქვს გენის ფორმა, რომელიც გეიდ ყოფნის შანს ზრდის, მაგრამ არ არიან გეები.“