ENG
გენეტიკური კოდის რედაქტირება
329 წაკითხვა
ავტორი:თამარ შალამბერიძე
Shutterstock

გენის რედაქტირება ადამიანის ორგანიზმშიც სცადეს.

2017 წლის 13 ნოემბერს 44 წლის არიზონელ ბრაიან მედექსს, რომელიც ჰანტერის სინდრომით (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში აღინიშნება ცილა იდუნორატ-2-სულფატაზას დეფიციტი ან არ არსებობა) არის დაავადებული, მედიცინის ისტორიაში პირველად ჩაუტარდა დნმ-ს რედაქტირება. პაციენტის განცხადებით, ის ამ პროცედურაში მონაწილეობის მიღებას დათანხმდა, რადგან დღეგამოშვებით იტანჯებოდა აუტანელი ტკივილებით. 

გენეტიკური კოდის რედაქტირება ადამიანებში აქამდეც კეთდებოდა, თუმცა მხოლოდ უჯრედული პოპულაციის ორგანიზმიდან ამოღებით, რედაქტირებით, შემოწმებითა და შემდეგ ისევ ორგანიზმში დაბრუნებით. ეს პროცედურა ტარდებოდა მხოლოდ ისეთ ქსოვილებზე, რომელთა დროებით ორგანიზმიდან ამოღებაც და შემდეგ დაბრუნებაც შესაძლებელია. ახალი ტექნოლოგიით კი, კალიფორნიაში, ოკლენდის ბავშვთა ჰოსპიტალში, ექიმთა ჯგუფმა გამოსცადა პირველი ინტრავენური თერაპია, რომლის საშუალებით პაციენტის ორგანიზმს დაუბრუნდა მისგანვე აღებული და კორექტირებული გენეტიკური მასალა, რის ხარჯზეც ორგანიზმს მიეწოდა გენეტიკური ბიოლოგიური იარაღი, დაზიანებული გენების შესწორების უნარით.

2018 წლის თებერვალში, ოპერაციის მონაწილე ექიმმა, პოლ ჰარმატზმა განაცხადა, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს და რომ მათ უფლება აქვთ მსგავსი პროცედურები მეორე პაციენტზეც ჩაატარონ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორი დევიდ რ. ლიუს თქმით, „აღნიშნული მცდელობა გენომური რედაქტირების ერაში შესვლის მომასწავებელია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თერაპიულ ეფექტს მრავალი დაავადებისათვის“.