მომაკვდინებელმა სოკომ ჩრდილოეთ ამერიკაში მილიონობით ღამურა იმსხვერპლა. ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხი ამჩნევს, რომ ზაფხულში მწერების მაძიებელი ღამურებით ცა სავსე აღარ არის. თეთრი ცხვირის სინდრომის გამომწვევი სოკოს გენომის შესწავლით მეცნიერებმა მისი წარმოშობა დაადგინეს.
სოკოს სახეობა Pseudogymnoascus destructans, რომელიც პირველად 2006 წელს აღწერეს, ღამურების მასობრივ სიკვდილს იწვევს. ის ნიუ-იორკში, აშშ-ის სხვა 33 შტატსა და კანადის ზოგიერთ პროვინციაშია გავრცელებული.
2017 წლის 12 დეკემბერს ჟურნალ „mBio“- ში გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ევროპასა და აზიაში თეთრი ცხვირის სინდრომის გამომწვევი სოკოების პოპულაციებს შორის დიდი გენეტიკური განსხვავება იყო, ხოლო კანადასა და ამერიკაში არ აღინიშნებოდა ეს ფაქტი. ევროპასა და აზიაში ეს სოკო უკვე ათასწლეულებია ღამურებს აავადებს და ხოცავს.
ჯეფ ფოსტერი, სტატიის მთავარი ავტორი, ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტიდან (აშშ) ამბობს: „ევრაზიულ ღამურებში უკანასკნელ ხანებში სიკვდილიანობა არ დასტურდება - როგორც ჩანს, მათ დაავადების მიმართ მდგრადობა განივითარეს. “ეს ფაქტი და სოკოს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გავცელების შეზღუდვის შესწავლა, მეცნიერებს იმედს აძლევს, რომ ამერიკული ღამურების პოპულაციებიც შეძლებენ გახდნენ მდგრადი სოკოსადმი.“