ENG
ჰორმონული კონტრაცეფცია და სუიციდის რისკი
59 წაკითხვა
ავტორი:თამარ რატიშვილი
Shutterstock

ჰორმონული კონტრაცეფცია შვილოსნობის კონტროლის ეფექტური საშუალებაა. თუმცა მის გამოყენებასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებები, შესაძლოა, ფსიქიკისთვის დამაზიანებელი იყოს.

American Journal of Psychiatry-ში 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქალებში, რომლებიც იყენებენ ჰორმონული კონტრაცეფციის ამა თუ იმ მეთოდს (აბები, საშვილოსნოსშიდა ე.წ. ჰორმონული სპირალი და დიაფრაგმა ან კანის „პლასტირი“) სუიციდის რისკი სამჯერ მეტია მათთან შედარებით, ვისაც არასდროს მიუმართავს კონტრაცეფციის ჰორმონებზე დაფუძნებული საშუალებებისთვის. ეს კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩაითვალა მას შემდეგაც, რაც გაითვალისწინეს კვლევის მონაწილეებში სუიციდის სხვა რისკ-ფაქტორებიც.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მიღებული კვლევის შედეგები არ ნიშნავს, რომ ქალებმა ჰორმონული კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება უნდა შეწყვიტონ. კვლევის ავტორის, შარლოტა ვესელ სკოვლუნდის თქმით, მნიშვნელოვანია, ექიმებმა იცოდნენ ჰორმონულ კონტრაცეფციასა და განწყობის ცვლილებებს შორის კავშირი. მათ უნდა გააფრთხილონ პაციენტები პოტენციური რისკების შესახებ. ასევე, სასურველია, კონტრაცეპტივების გამოწერამდე სპეციალური კითხვარების მეშვეობით, ინდივიდუალურად შეფასდეს ქალის სუიციდის რისკი.