ENG
იყო თუ არა ჰიტლერი ვეგეტარიანელი?
218 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

არა! საინტერესო ამბავია. მეოცე საუკუნის უსასტიკესი დიქტატორი, რომელსაც ხელები ათეულობით მილიონი ადამიანის სისხლში ჰქონდა გასვრილი, ხორცის ჭამასთან მიმართებაში ვითომ ზედმეტად აზიზი, სენტიმენტალური ან ახირებული იყო. სრულიად არალოგიკურია, რომ ამას ხშირად იყენებენ ვეგეტარიანობის  საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, ეს არ არის სიმართლე.

ბიოგრაფები, მათ შორის ისინიც, ვინც დიქტატორს ახლოს იცნობდნენ, აღნიშნავენ მის გატაცებას ბავარიული სოსისებით, ხორცის ღვეზელითა და (პირადი მზარეულის გადმოცემით) ფარშირებული მტრედით.

თუმცა, მას ქრონიკული მუცლის შებერილობა აწუხებდა, რის გამოც ექიმები რეგურალურად ურჩევდნენ ვეგეტარიანულ დიეტას (მკურნალობის ხერხი, რომელიც ბევრ ვეგეტარიანელს გააკვირვებს). იგი ასევე რეგურალურად იკეთებდა ხარის დაფშვნილი სათესლეებისგან მიღებული შრატის ინექციებს ცილის მაღალი შემცველობით. ეს კი საკმაოდ შორს დგას სოკოს შეჭამანდისა და ოსპის ნამცხვრისგან.

მის გამოსვლებსა და ჩანაწერებში არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ იგი იდეოლოგიურად სიმპათიას გამოთქვამდა ვეგეტარიანობის მიმართ და არცერთი მისი თანაშემწეც არ იყო ვეგეტარიანელი. სინამდვილეში, მისთვის ვეგეტარიანელები ისეთივე კრიმინალები იყვნენ, როგორც ესპერანტოს ენაზე მოსაუბრენი, პოლიტიკური ან რელიგიური მოტივებით სამხედრო სამსახურის უარმყოფელები და სხვა საძულველი „ინტერნაციონალისტები“.

ის ათეისტიც არ ყოფილა. ეს არაორაზროვნად ჩანს მის ნაშრომში „ჩემი ბრძოლა“ (1925): „დარწმუნებული ვარ, რომ შემოქმედის წარმომადგენელი ვარ, ებრაელებთან ბრძოლით საღვთო საქმეს ვასრულებ“. იგივე სიტყვები მან რაიხსტაგში გამოსვლისას წარმოთქვა 1938 წელს.

სამი წლის შემდეგ მან გენერალ გერჰარტ ენგელს უთხრა: „ახლა, როგორც ადრე, კათოლიკე ვარ და ყოველთვის ასეთად დავრჩები“.

„უღმერთოებისგან“ შორს მყოფი ნაცისტური გერმანია ენთუზიაზმით თანამშრომლობდა კათოლიკურ ეკლესიასთან. ყველა ქვეით ჯარისკაცს ეკეთა ქამარი ბალთაზე წარწერით „Gott mit uns“ („ჩვეთან არს ღმერთი“), ხოლო ჯარისა და ეკიპირების დალოცვა ჩვეულებრივი და ფართოდ გავრცელებული იყო.