ENG
ლაბორატორიაში მომწიფებული კვერცხუჯრედები - გამრავლების ახალი გზა
44 წაკითხვა
ავტორი:ანანო მაისურაძე
Shutterstock

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვერცხუჯრედი სინჯარაში მისი განვითარების  საწყისი ეტაპიდან განაყოფიერებისთვის მზადმყოფ მდგომარეობამდე გაზარდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს მიღწევა უნაყოფობის პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება.

კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ ეველინ ტელფერის თქმით, მეცნიერები ახლა კვერცხუჯრედის განვითარებისათვის საჭირო პირობების ოპტიმიზაციაზე მუშაობენ. ასევე ცდილობენ დაადგინონ, რამდენად ჯანმრთელია სინჯარაში მომწიფებული უჯრედი და შესაძლებელია თუ არა  მისი განაყოფიერება.

თანამედროვე სამყაროში ინ ვიტრო განაყოფიერებისას უკვე მომწიფებულ კვერცხუჯრედს იყენებენ.

სტატიაში, რომელიც 2018 წლის 8 თებერვალს science daily-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ძალიან ბევრი სიმსივნით დაავადებული გოგონა, ქიმიოთერაპიის გადატანის შემდეგ, უნაყოფო ხდება. მათი საკვერცხეები კვერცხუჯრედების წარმოქმნას წყვეტს. ზემოთხსენებული აღმოჩენის პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში, ექიმებს შეეძლებათ ქიმიოთერაპიამდე პაციენტის საკვერცხიდან კვერცხუჯრედის აღება, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდა და შენახვა მანამ, სანამ გოგონა დედობას არ გადაწყვეტს.

წინა კვლევების დროს მეცნიერებმა სინჯარაში თაგვის. ახლა კი - ადამიანის, კვერცხუჯრედი გაზარდეს. სავარაუდოდ, მათგან კიდევ ბევრ სამეცნიერო სიურპრიზს უნდა ველოდეთ.