ENG
მარიამ ბახტურიძე: პორტრეტი "ცქვიტი პოზიორი"
134 წაკითხვა
ავტორი:მარიამ ბახტურიძე
მარიამ ბახტურიძე

მოუსვენარ და ცეტ მანგუსტს რომ უყურებ, ხვდები, როგორ უმკლავდება კობრას თუ მორიელს. მანგუსტის მოხელთება შეუძლებელია, თუმცა პოზირებისთვის ხანდახან მზად არიან.

მარიამი 15 წლისაა და ის ნუკრიანის 1-საჯარო სკოლაში სწავლობს.

 „#შენ - ნატურალისტის ტრენინგებზე იმიტომ მინდოდა დასწრება რომ ვფიქრობდი უფრო ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებდი ცხოველებზე და მექნებოდა მათთან უფრო ახლოს კონტაქტი. მიყვარს კალათბურთის თამაში, ველოსიპედით სიარული და წიგნების კითხვა. საერთოდ ცხოველები ძალიან მიყვარდა მაგრამ მათი ცოტა მეშინოდა, ვფიქრობდი რომ ცხოველებ თავს ზოოპარკში ცუდად გრძნობდნენ და მათ სათანადოდ ვერ უვლიდნენ. ახლა კი ცხოველების ისე ძალიან აღარ მეშინია. ამ ტრენინგებმა დამანახა რომ ზოოპარკის თანამშრომლები აკეთებენ ყველაფერს ცხოველებისთვის და ისინი არცთუ ისე ცუდად გრძნობენ თავს ზოოპარკში.ასევე ზოოპარკი დიდ როლს თამაშობს ენდემური და იშვიათი ცხოელების გადარჩენის საქმეში.“