"ყველას გვაინტერესებს უცხო საგანი (ტელეფონი), მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად იყურება კამერაში. თქვენ რას ფიქრობთ? რას ამბობს თითოეული?"
მარიამი 15 წლისაა და ის ნუკრიანის 1-საჯარო სკოლაში სწავლობს.
„#შენ - ნატურალისტის ტრენინგებზე იმიტომ მინდოდა დასწრება რომ ვფიქრობდი უფრო ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებდი ცხოველებზე და მექნებოდა მათთან უფრო ახლოს კონტაქტი. მიყვარს კალათბურთის თამაში, ველოსიპედით სიარული და წიგნების კითხვა. საერთოდ ცხოველები ძალიან მიყვარდა მაგრამ მათი ცოტა მეშინოდა, ვფიქრობდი რომ ცხოველებ თავს ზოოპარკში ცუდად გრძნობდნენ და მათ სათანადოდ ვერ უვლიდნენ. ახლა კი ცხოველების ისე ძალიან აღარ მეშინია. ამ ტრენინგებმა დამანახა რომ ზოოპარკის თანამშრომლები აკეთებენ ყველაფერს ცხოველებისთვის და ისინი არცთუ ისე ცუდად გრძნობენ თავს ზოოპარკში.ასევე ზოოპარკი დიდ როლს თამაშობს ენდემური და იშვიათი ცხოელების გადარჩენის საქმეში.“