ENG
მე და მაიმუნები
687 წაკითხვა
ავტორი:კესო შარიქაძე
კესო შარიქაძე

მომვლელის გამოჩენას სულ ჟრიამული ახლავს თან.

“საიდანაც ეს მაიმუნი წამოვიყვანე, იქ ჯოხი მისთვის ყოველდღიური სასჯელი იყო” - მითხრა ფოტოგრაფმა, რომელიც ქობულეთის პლაჟზე კაბაში გამოწყობილ უსაყვარლეს მაიმუნთან ერთად დადიოდა თაკარა მზეში. გული დამეწვა...

მაშინ ქობულეთში ვიყავი დასასვენებლად. დამსვენებლებს ეს უჩვეულო ფოტოგრაფი გვართობდა და მის კაბაში გამოწყობილ “თანაშემწესთან” ფოტოს გადაღებას გვთავაზობდა. მე ჯოხით ლამაზ კენჭებს ვარჩევი. ჯოხი ამისხლტა და მაიმუნს ეგონა მას ვურტყამდი და საცოდავად მიეწება ფოტოგრაფს. სწორედ მაშინ მიპასუხა, რომ თურმე ამ საყვარელ არსებას ჯოხით სცემდნენ. მართალია, ახლა მას აღარავინ სცემს, მაგრამ მაინც დავფიქრდი - ამ თაკარა მზეში, კაბაში გამოწყობილი დასჯილად ხომ არ გრძნობს თავს? აფრიკაში თუ ვერ წაიყვანენ, არ ჯობია ზოოპარკში მაინც იყოს?

ცხოველი1
კარგია, რომ გივლიან და გეფერებიან

ძალიან მიყვარს ცხოველები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრის შაბათის სკოლაში სიარული.

გეცოდინებათ, რომ აქ უამრავი ცხოველი ბინადრობს და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მათ მოვლას, ჰიგიენას, კვების რეჟიმს, მკურნალობას. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი... ქობულეთის განცდები დამიბრუნდა და მინდა გიამბოთ ზოოპარკის მაიმუნებზე, მათ მომვლელზე და მათი ერთი დღის რეჟიმზე.მაიმუნების ერთ-ერთი მომვლელია შალვა ნადირაძე. ის ყოველ დილით მოდის 9 საათზე, პირველ რიგში ის ასუფთავებს ვოლიერებს, შემდეგ კვებავს მათ და თუ რომელიმეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა ის ამას უზრუნველყოფს.

ცხოველი1
ლოცვა „მაკაკური“

მაიმუნები ყველაზე აქტიური, კონტაქტური, საყვარელი და სასაცილო ცხოველები არიან. მომვლელისთვის, ხომ მით უმეტეს. როგორც ამიხსნეს, მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთები, გრძნობის ორგანოებიდან მხედველობა და სმენა. იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით... ალბათ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანს ცხოველები ძალიან უყვარს და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა მან ზოოპარკში მუშაობა. უკვე 2 წელია რაც ზოოპარკში მუშაობს და მისი მიზანი არ შეცვლილა.

ცხოველი1
დღეს შენ „განმრწყილავ“, ხვალ კი მე და ასე ვიცხოვრებთ სიკეთეში. 

რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.