ENG
მექანიკური კიდური, რომელიც გრძნობს
35 წაკითხვა
ავტორი:მამუკა ხუნდაძე
Shutterstock

„გასაოცარი შეგრძნება იყო“, - თქვა კევინ უოლგამოტიმ ექსპერიმენტის შემდეგ, რომელშიც ვირტუალურ ხელს ასევე ვირტუალურ კედელს აყოლებდა. „მე რეალურად ვგრძნობდი კედელს. ვგრძნობდი ამოზნექილობებს... კინაღამ ავტირდი“.

ყველაფერი 2016-ში დაიწყო, როდესაც კევინმა იუტის უნივერსიტეტში (აშშ) მომუშავე გუნდის შესახებ შეიტყო. გუნდის წევრები ადამიანის ნერვებით მართული მექანიკური მკლავის შექმნას აპირებდნენ. კევინმა კი ხელი 14 წლის წინ, უბედური შემთხვევისას  დაკარგა.

მეცნიერთა გუნდი, უოლგამოტთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ცდიდა ახალ გამოგონებას. მათ აღმოაჩინეს, რომ შეხების მიმართ მგრძნობელობა ახალი „ხელის“ მოტორულ ფუნქციას აუმჯობესებდა და კიდურის დაკარგვით გამოწვეულ ფანტომურ ტკივილსაც ამცირებდა. ხელოვნურ კიდურს ვარსკვლავური ომების გმირის, ლუკ სკაიუოკერის  სახელი - „ლუკი“ დაარქვეს. ფილმში სკაიუოკერს რობოტი-ხელი აქვს.

ამ ტექნოლოგით შექმნილი კიდურების მთავარი მიზანი მოძრაობის გამარტივებაა, რაც თანამედროვე პროთეზებით ძნელად მიიღწევა. „ცალ ხელში ბალიშის, მეორეში კი  ბალიშისპირის დაჭერა და მასში ბალიშის ჩადება მარტივად ჟღერს, მაგრამ ეს საოცრებაა“, - ამბობს ბედნიერი კევენი.