ყველას მოსწონს, როდესაც ცხოველი თუ ადამიანი კამერაში იყურება. „აბა გამომხედე და გაიღიმე“ - სულ ეს ისმის. იქნებ სხვაგან ყურებით უკეთესი კადრი გამოდის?
მიშო 14 წლისაა და ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლობს.
„მინდოდა ახალი რაღაცეების სწავლა ფოტოგრაფიაზე და ბუნებაზე. ამიტომ მივიღე მონაწილეობა პროექტში #შენ - ნატურალისტი. ჩემი საყბარელი საქმიანობაა ხატვა და ვიდეო თამაშების თამაში, ზოოპარკზე შემეცვალა აზრები და ეხლა მგონია რომ კარგი ადგილია.“


