ENG
მტაცებელი საზარელია... ვითომ?
653 წაკითხვა
ავტორი:ნუცა გურასპაშვილი
ნუცა გურასპაშვილი

„სასტიკად დაიღალა“ და ისვენებს...

მოირა მთელი ზოოპარკისთვის გამორჩეული ბინადარია. მოირა მგელია, რომელიც ახალ ზოოპარკში გადაიყვანეს. ჩვენ ზოოპარკში დაიბადა და ზოოპარკის თანამშრომლები მას როგორც ძაღლს ისე ასეირნებდნენ. არადა ის მტაცებელია! ის მგელია! ის საზარელია... ვითომ?

ამ მითის გაფანტვა მინდა და ცოტა შორიდან დავიწყებ. მტაცებლები - არსებებია, რომლებსაც შეგვიძლია ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად მივიჩნიოთ. მათ ყავთ ისევე როგორც მტრები, ასევე ადამიანები, რომლებიც მათ თვისებებზე, გარეგნობასა და ცხოვრების ნირზე შეყვარებულები არიან. რომ არ დაგიმალოთ, მეც ძალიან მიყვარს მტაცებლები მათი თვისებებისა და გარეგნობის გამო. 

მტაცებლები ძუძუმწოვრების რიგს მიეკუთვნებიან. მათი სხეულის სიგრძე 14სმ-დან 3მ-მდე აღწევს, ხოლო მასა 100გ-დან 100კგ-მდე. მტაცებლების კბილები მკვეთრადაა დიფერენცირებული საჭრელებად, ეშვებად და ძირითად კბილებად. კიდურებზე აქვთ ბრჭყალებიანი 4-4 თითი. ბრჭყალები ჩამალული ან ნახევრად ჩამალულია. მათი კუჭი მარტივი და ჯირკვლებით მდიდარია. მტაცებლები გავრცელებულნი არიან ყველგან, გარდა პატარა ოკეანური კუნძულებისა და ანტარქტიდისა. მტაცებლები აერთიანებენ 7 ოჯახს, 100 გვარს და 240 სახეობას. ამ სახეობებიდან 19 საქართველოშია გავრცელებული. ზოგიერთი მათგანი ანადგურებს სხვადასხვა მღრღნელებს, რომლებიც ერთ-ერთი მტრები არიან სოფლის მეურნეობისა. დამაინტერესა იმან, თუ როგორ უვლიან მტაცებლებს. 

-რატომ გაგიჩნდათ სურვილი რომ ასეთ რისკიან სამსახურში დაგეწყოთ მუშაობა? -ვეკითხები მომვლელს - დაფიქრდა და მპასუხობს: 

-დიდი ხნის განმალობაში ვიყავი ფრინველებისა და ჩლიქოსნების განყოფილების მოხალისე. სამი წლის წინ, როდესაც გავხდი ოფიციალური თანამშრომელი, ავირჩიე მტაცებლები, რადგან ეს ჯგუფი ჩემთვის ახალი იყო და ჩემი ინტერესიც მათ მიმართ დიდი იყო.

-როგორ კვებავთ მტაცებლებს? - არ ვცხრები მე.

-ზოგიერთი ვოლიერიდან შეგვიძლია საკვების პირდაპირ ჩაგდება. ასევე, ცხოველებს ვკეტავთ ზამთრის ვოლიერში და როდესაც ისინი იქ იმყოფებიან, ჩვენ გარე ვოლიერის ტერიტორიაზე ვანაწილებთ საკვებს. ზოგ ხორცის ნაჭერს თოკზე ვკიდებთ და სხვადასხვა დაბრკოლებებს ვუქმნით, რადგან ენერგია დახარჯონ და თავისი თვისებები გამოავლინონ. მათ შეიძლება ყოველდღე საკვები ვერც კი მიიღონ , როგორც ბუნებაში ვერ იქნება ყველა ნადირობა წარმატებული. ზაფხულში კვირაში ორი დღე არ ჭამენ , ხოლო ზამთარში ერთი. ყოველდღე ჭამის მოთხოვნილება არცაა, რადგან ისინი არ ხარჯავენ იმდენ ენერგიას, რამდენსაც ბუნებაში. 
- როგორი ხასიათი აქვთ მტაცებლებს? - უკვე ვგრძნობ, რომ თავი მოვაბეზრე, მაგრამ ვცდები. მომვლელი სიამოვნებით მპასუხობს:

- ყველას ინდივიდუალური, განსხვავებული და გამორჩეული. ყველაზე არალომური ხასიათით, ჩვენი ზოოპარკის ბინადარი ძუ ლომი კლეოპატრა გამოირჩევა, რომელიც აქ გაიზარდა. მას ვოლიერიდან ძალიან უყვარს ხალხთან ურთიერთობა. ლეოპარდები ძალიან მშვიდები არიან, ისინი ზოოპარკში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ადამიანებთან ურთიერთობას მიჩვეულები არიან. ლეოპარდები ჩვენთან ორი წელია ბინადრობენ. 

ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოოპარკის ბინადრების ცხოვრება და ზოგიერთი მათგანის თავგადასავალი. ამხელა შრომა ზოოპარკს თანამშრომლების მხრიდან ძალიან საამაყოა, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ ცხოველებისათვის. ასე რომ მტაცებლები არც ისეთი საშიშები და საზარელები არიან, როგორც ჩვენ გვგონია. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული თვისების მქონეა. ასე რომ შევწყვიტოთ მათი მტრობა და შევიყვაროთ ისინი, რადგან ისინიც ცოცხალი არსებები არიან.

ცხოველი1
თამაში განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.