არ მომეკარო! ფრთხილად იყავი! - ბევრს ჰგონია, რომ გველები „უბრალოდ“ გვესხმიან თავს. სინამდვილეში ან გაფრთხილებენ, ან გარბიან სანამ მათ აღმოაჩენ. თუ გასაქცევი არსადაა, ბუნებრივია თავს დაიცავენ!
ნუცა 17 წლისაა და თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.
„ტრეინინგით #შენ-ნატურალისტი დავინტერესდი, რადგან ვიფიქრე, რომ ამ პირობებში უშუალო კონტაქტი მექნებოდა ცხოველებთან,. ჩემი ჰობია ცეკვა. ბუნებაზე და ცხოველებზე ტრეინინგამდეც დადებითად ვიყავი განწყობილი, ახლა კი ბევრჯერ გაიზარდა ინტერესი და სიყვარული მათ მიმართ.“