ხანდახან ჩაფიქრებაც მნიშვნელოვანია. მზე, ფიქრი და დრო... რა იცი რას აგონებს.
ეს ფოტოები ერთ ამბავს არ ყვება. თითოეული ყვება თავის ამბავს.
ნუცა 14 წლისაა და ის თბილისის 63-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.
„პროექტში #შენ-ნატურალისტი მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია. ასევე, ამ პროექტისგან მინდოდა, რომ ბევრი ახალი მეგობარი გამეცნო. ჩემი საყვარელი საქმიანობაა წიგნების კითხვაა. ტრეინინგამდე სიყვარულით ვიყავი განწყობილი ცხოველების მიმართ, თუმცა ამ პროექტმა ძალიან ბევრი ინფორმაცია მომცა სხვადასხვა ცხოველების შესახებ.“