ძალის დემონსტრირებას წამოვარდნა და ღრიალი არ სჭირდება. ისედაც ყველამ იცის, თუ ვინაა აქ ბატონ-პატრონი.
დღეს საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, ეროვნულ მუზეუმში დაცულია ვეფხვის ფიტული, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში თბილისის მახლობლად მოკლეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ იგი ირანიდან შემოვიდა ჩვებს ქვეყანაში. მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით ის არის, რომ უძველეს დროში (დაახლოები 1,8 მილიონი წლის წინ), საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ ხმალკბილა ვეფხვები. ამის დასტურია დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ხმალკბილა ვეფხვის განამარხებული ნაშთები, რომლებიც, ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმშია გამოფენილი.
ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ გავიგე ცხოველთა სამყაროს შესახებ. სწორედ ვეფხვი (Panthera tigris) მგონია ფაუნის ერთ-ერთ ყველზე ლამაზი, ძლიერი და საინტერესო წარმომადგენელი. ამიტომაც გადავწყვიტე, მის შესახებ დამეწერა.
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, ის 1,5-3,0 მეტრამდე იზრდება, კუდის სიგრე კი დაახლოებით 1 მეტრია. მისი წონა 100-300 კილომდე მერყეობს. ვეფხვი საშუალოდ 10 წელი ცხოვრობს. მისი ნახტომი 6-7 მეტრია. ის ბინადრობს ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, ამურის და უსურიის მხარეებში.
დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში ჩამოიყვანეს უსურიული ვეფხვი სახელად თორი. ის 3 წლის არის და ჯერჯერობით თბილისის ზოოპარკის ერთადერთი ვეფხვია. მსოფლიოში უსურიული ვეფხვის მხოლოდ 360 ინდივიდია შემორჩენილი, ამიტომაც მნიშვნელოვანია, დავიცვათ ისინი. თორს ზოოპარკში უვლის სანდრო. თავიდან ის მოხალისედ მუშაობდა. მას ძალიან უყვარს მტაცებლები, რის გამოც, მან მათთან მუშაობა გადაწყვიტა. სანდრომ გვითხრა, რომ თორს კვირაში 5-ჯერ აჭმევენ. მას კვების ასეთი რეჟიმი აქვს, რადგან ვეფხვები ბუნებაში ნადორობით ირჩენენ თავს. ველურ პირობებში, კი შეიძლება გავიდეს დღეები ისე, რომ მან ვერაფრის მონადირება შეძლოს.
რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.