ENG
რა არის ომზე სამჯერ უფრო სახიფათო?
34 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

შრომა უფრო დიდი მკვლელია, ვიდრე სასმელი, ნარკოტიკები ან ომები.

ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანი იღუპება მუშაობასთან დაკავშირებული ავარიების და დაავადებების გამო, ომებში დაღუპულთა რიცხვი კი 650 ათასია.

მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე სახიფათო სამუშაოები სოფლის მეურნეობის, სამთო- მრეწველობისა და მშენებლობის სფეროებს მოიცავს. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2000 წელს 5915 ადამიანი დაიღუპა სამუშაოზე. მათ რიცხვში შედიან ადამიანები, ვისაც გულის შეტევა დაემართა სამუშაო ადგილზე.

ტყის მჭრელებს ყველაზე სახიფათო სამუშაო ჰქონდათ - ყოველ 100 000 მუშახელზე 122 სიკვდილის შემთხვევაა დაფიქსირებული. მეორე ყველაზე სახიფათო სამუშაო იყო თევზჭერა, მესამე კი - თვითმფრინავის პილოტის პროფესია - 100 000-დან 101 სიკვდილის შემთხვევა. თითქმის ყველა პილოტი, არ დაიჯერებთ და, პატარა თვითმფრინავების, და არა სამგზავრო ლაინერების, კატასტროფების დროს დაიღუპა.

ლითონის კონსტრუქციებზე მომუშავე და სამთო საქმიანობით დაკავებული ადამიანები მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ, თუმცა მათ შორის გარდაცვალების შემთხვევები ტყის მჭრელების შემთხვევათა ნახევარზე ნაკლები იყო.

სიკვდილის მესამე, ყველაზე გავრცელებული მიზეზი ყველა სახის საქმიანობაში მკვლელობა იყო, რომელიც 677 ადამიანს შეეხო. მოკლეს 50 პოლიციელი. ასევე 205 გამყიდველიც.

მეორე ყველაზე უფრო გავრცელებული სიკვდილის მიზეზი იყო ჩამოვარდნა, რამაც საერთო რიცხვის 12% შეადგინა. ძირითადი მსხვერპლი სახურავის ოსტატები და ლითონის კონსტრუქციებზე მომუშავენი იყვნენ.

სამუშაოზე სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო საავტომობილო ავარია, რამაც საერთო რიცხვის 23 % შეადგინა. პოლიციის ოფიცრებიც კი ბორბლებქვეშ უფრო იღუპებოდნენ, ვიდრე მკვლელობის შედეგად.

ცალკეულ სპეციფიკურ სახიფათო სამუშაოდ მიიჩნევა ალასკის კიბორჩხალის დაჭერა ბერინგის ზღვაში.

სიკვდილის რისკის გამოთვლა შესაძლებელია დაკვორთის შკალის გამოყენებით, რომელიც ფრენკ დაკვორთმა, სამეფო სტატისტიკური საზოგადოების ჟურნალის რედაქტორმა გამოიგონა. ის ნებისმიერი საქმიანობით გამოწვეული სიკვდილიანობის ალბათობას ზომავს. ყველაზე უსაფრთხო სამუშაოს 0 ქულა ეწერება, გარდაუვალი სიკვდილის შემცველს კი - 8.

„რუსული რულეტის“ ერთი თამაში 7,2 რისკს შეიცავს. კლდეებზე ცოცვის 20 წელი 6,3-ს უტოლდება. 160 კილომეტრიანი მგზავრობა ავტომობილით შუახნის ფხიზელი მძღოლისთვის 1,9 ქულაა: ოდნავ უფრო სარისკოა, ვიდრე დამანგრეველი ასტეროიდის დაცემა (1,6).

დაკვორთის შკალით 5,5 განსაკუთრებით სახიფათოა. ეს სიკვდილის რისკის ზონაა მამაკაცებისთვის საავტომობილო ავარიებში ან უბედური შემთხვევების დროს ჩამოვარდნისას; ასევე ორივე სქესის წარმომადგენელთა სიკვდილის შანსი სახლის დასუფთავების, ჭურჭლის რეცხვისა ან ქუჩაში სეირნობის დროს.

მშენებლები
ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანი იღუპება მუშაობასთან დაკავშირებული ავარიებისა და დაავადებების გამო