ENG
რა ფერისაა პანთერა?
630 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

აკადემიური ტერმინოლოგიით, ცხოველის ამგვარი სახეობა არ არსებობს.

სავარაუდოდ, სიტყვა მომდინარეობს სანსკრიტული „pandarah“-დან, რაც თეთრ-ყვითელს ნიშნავს და თავდაპირველად ვეფხვთან მიმართებაში გამოიყენებოდა.

სიტყვა ბერძნებმა გადაიღეს და გადააკეთეს „panthera“-დ, რაც „ყველა მხეცს“ აღნიშნავს; იყენებდნენ როგორც მითოლოგიურ, ასევე რეალურ ცხოველებთან მიმართებაში.

შუა საუკუნეების ჰერალდიკაში პანთერას გამოსახავდნენ, როგორც უწყინარ, მრავალფერიან მხეცს.

სამეცნიერო ტერმინოლოგიით, დიდი კატების ოთხივე უდიდესი სახეობა პანთერაა.

ლომი - Panthera leo; ვეფხვი - Panthera tigris, ლეოპარდი - Panthera pardus და იაგუარი - Panthera onca. კატებიდან მხოლოდ მათ შეუძლიათ ღრიალი.

ცხოველები, რომლებსაც ადამიანთა უმეტესობა პანთერად მიიჩნევს, რეალურად, არის ან შავი (მელანისტური ფორმა, როგორც მეცნიერები უწოდებენ) ლეოპარდი (აფრიკასა და აზიაში), ან შავი (მელანისტური) იაგუარი (სამხრეთ ამერიკაში).

არცერთი მათგანი არაა სრულიად შავი. ახლოდან დათვალიერება აჩვენებს, რომ ხალები ძლივს გასარჩევია მათ ტყავზე. მათ გააჩნიათ გენეტიკური მუტაცია, რომლის მიზეზითაც მათი ბეწვის შავი პიგმენტი დომინირებს ყვითელზე.

იშვიათი „თეთრი პანთერები“ სინამდვილეში ალბინოსი ლეოპარდები ან იაგუარები არიან.

აშშ-ში, როდესაც ადამიანები წარმოსთქვამენ „პანთერას“, ისინი შავ პუმას გულისხმობენ. მრავალი დაუმტკიცებელი ფაქტისა და ვითომ შემჩნევის მიუხედავად, ის ჯერ არავის უნახავს.

568
ლეოპარდები - ჩვეულებრივი (მარცხნივ) და მელანისტური ფორმები.