გველების მომაჯადოებელ სცენებში კობრა ფლეიტის დანახვაზე რეაგირებს და არა მის ხმაზე.
რეალურად გველებს მუსიკა „არ ესმით“, თუმცა ისინი ყრუები ნამდვილად არ არიან. მათ არ გააჩნიათ გარე ყური და დაფის აპკი, თუმცა შეუძლიათ მიწიდან მათ ყბებსა და მუცლის კუნთებზე გადაცემული ვიბრაციების შეგრძნება. როგორც ჩანს, მათ ჰაერში წარმოქმნილი ბგერების აღქმის უნარიც გააჩნიათ შიგა ყურის მეშვეობით.
ადრე მიაჩნდათ, რომ გველებს საერთოდ არ ესმოდათ, რადგან ისინი არ რეაგირებენ ხმამაღალ ბგერებზე, თუმცა პრინსტონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ მახვილი სმენა აქვთ.
როგორ ფუნქციონირებს გველის შიგა ყური, მთავარი აღმოჩენა იყო. გველებს მიუერთეს ვოლტმეტრები და გაზომეს ჰაერში წარმოქმნილი ბგერების ზემოქმედება მათ ტვინზე. როგორც ჩანს, მათი სმენადობა დიდი ზომის ცხოველების მოძრაობით გამოწვეული ხმაურისა და ვიბრაციების სიხშირეთა დიაპაზონს „ეწყობა“, ამიტომ მუსიკა მათთვის უაზრობაა.
„მოჯადოებული“ კობრები შეშინებისას ყალყზე დგებიან და ინსტრუმენტის მოძრაობის საპასუხოდ ირხევიან, თუკი ფლეიტას შეუტევენ, რაღაცას იტკენენ, ამიტომ მეორედ ასე აღარ მოიქცევიან.
კობრების უმეტესობას შხამიანი კბილები ამოცლილი აქვს, თუმცა ასეც რომ არ იყოს, მათ მხოლოდ თავისი სხეულის სიგრძის ტოლ მანძილზე შეუძლიათ თავდასხმა - იდაყვი რომ მაგიდაზე დადოთ და ხელი ძირს დაარტყათ, ისეთი მოძრაობით.
კობრას ბუნებრივი პოზა თავდაცვითია და არა აგრესიული.