ENG
რამდენი კუნთია თითში?
81 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ბევრს შესაძლოა უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ თითებს კუნთები სულაც არ აქვთ. მათი მამოძრავებელი კუნთები მკლავშია განთავსებული. თითები ძაფზე დამაგრებული მარიონეტების მსგავსად მოძრაობენ, ძაფები კი წინამხრის კუნთების მიერ კონტროლირებული მყესებია.

დააკაკუნეთ თითები მაგიდაზე და დააკვირდით ტალღოვან მოძრაობებს წინამხარზე ან ობობას მსგავსად მოათავსეთ ხელი მაგიდაზე, შეკეცეთ შუათითი და რიგრიგობით სცადეთ ყოველი თითის აწევა. აღმოაჩენთ, რომ არა-თითის აწევა შეუძლებელია, რადგან თქვენს თითებს დამოუკიდებელი მყესები აქვთ, გარდა ერთისა, რომელიც საზიაროდ ამოძრავებს შუა და უსახელო თითს.

უკიდურესად პედანტმა შესაძლოა თქვას, რომ სინამდვილეში ყოველ თითში ათასობით კუნთია, თუ ჩავთვლით პაწაწინა კუნთოვან ბოჭკოებს, რომლებიც თმების აჯაგრას და სისხლძარღვების შეკუმშვას იწვევენ, თუმცა თითებს ისინი არ ამოძრავებენ.

ფართოდ გავრცელებული გამონაგონის მიხედვით, ენა ადამიანის ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთია. ეს აშკარად არასწორია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ენა ერთი კი არა, თექვსმეტი ცალკეული კუნთისგან შედგება, არამედ იმიტომაც, რომ ერთადაც კი ისინი არ არიან  ყველაზე ძლიერი, იმის მიუხედავად, თუ რა იგულისხმება „ძლიერის“ განსაზღვრებაში. ყველაზე ძლიერი კუნთი არის ან ყველაზე დიდი ზომის კუნთი (აქ კონკურენტები არიან „gluteus maximus“, რომელიც დუნდულების უმეტესი შემადგენელია და კვადრიცეფსი ბარძაყში), ან რომელსაც ყველაზე დიდი წნევით შეუძლია დაწოლა საგანზე (როგორსაც ყბის კუნთი წარმოადგენს).

თუმცა, ალბათ ყველაზე ძლიერი კუნთი (წონის მიხედვით) საშვილოსნოა, რომელიც კილოგრამამდე იწონის, თუმცა მშობიარობისას 400 ნიუტონის ძალის განვითარება შეუძლია, რაც 100-ჯერ აღემატება გრავიტაციას და ბოლომდე მოზიდული თანამედროვე დიდი მშვილდის ძალის ეკვივალენტურია.