ENG
რას აქვს გადარჩენის მეტი შანსი ბირთვული ომის შემთხვევაში?
27 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ის, რომ მრავალი ჩვენგანის მტკიცე რწმენით, ტარაკნები ყველაზე გამძლეები არიან, თავისთავად საინტერესო საკითხია.

ისინი ჩვენზე ბევრად დიდი ხანია, რაც არსებობენ (დაახლ. 280 მილიონი წელი) და თითქმის ყველას ერთნაირად ეზიზღება, როგორც დაავადებების ძნელად გასაკონტროლებელი გადამტანები. გარდა ამისა, ისინი ერთი კვირა ცოცხლობენ უთავოდ, თუმცა, სულაც არ არიან უძლეველნი. დოქტორ უორტონების 1959 წლის კვლევიდან შევიტყვეთ, რომ მწერებიდან ისინი ერთ-ერთი პირველნი დაიღუპებიან ბირთვული ომის დროს.

ამ ორმა მეცნიერმა სხვადასხვა მწერები სხვადასხვა დოზის გამოსხივებას დაუქვემდებარა (საზომი ერთეულია „რადი“). მაშინ, როდესაც ადამიანები 1000 რადის ზემოქმედებისგან იღუპებიან, უორტონებმა დაადგინეს, რომ ტარაკნებისთვის ეს მაჩვენებელი არის 20 000 რადი, ხილის ბუზებისთვის - 64 000 რადი, ხოლო პარაზიტი კრაზანებისთვის - 180 000 რადი.

გამოსხივებას ყველაზე კარგად ბაქტერია Deinococcus radiodurans უძლებს. ის მდგრადია 1,5 მილიონი რადის მიმართ, გაყინულ მდგომარეობაში კი მისი რეზისტენტობა ორმაგდება.

ბაქტერია, რომელსაც მისი შემსწავლელები „კონანს“ უწოდებენ, ვარდისფერია და დამპალი კომბოსტოს სუნი აქვს. ის ბედნიერად მზარდი აღმოაჩინეს დასხივებული ხორცის კონსერვის ქილაში.

მას შემდეგ ის ბუნებრივად აღმოჩნდა სპილოსა და ლამას ნაკელში. დასხივებული თევზისა და იხვის ხორცში და ანტარქტიდიდან ჩამოტანილ გრანიტშიც კი.

ბაქტერია „კონანის“ რეზისტენტობა რადიაციისა და სიცივის მიმართ, ასევე მისი უნარი დაუზიანებლად შეინარჩუნოს დნმ ამგვარ ექსტრემალურ პირობებში, NASA-ს მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ის, შესაძლოა, დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის გასაღებს ფლობდეს.

ბაქტერია
ბაქტერიები - სქემატური გამოსახულება