ENG
რატომ არის მარათონი 42 კილომეტრის?
2535 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, პასუხია - ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კომფორტისთვის. პირველი სამი თანამედროვე ოლიმპიადის დროს, მარათონის დისტანცია 42 კმ-ს შეადგენდა და ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე მერყეობდა.1908 წელს ოლიმპიური თამაშები ლონდონში გაიმართა. მარათონის სასტარტო ხაზი მონიშნეს უინძორების ციხესიმაგრის წინ, რომლის ფანჯრებიდან სამეფო ოჯახის ერთ ნახევარს უნდა შესძლებოდა თვალყურის დევნება, ხოლო ფინიში იყო „უაიტ-სიტი“ სტადიონზე მდებარე სამეფო ლოჟის წინ, სადაც მორბენლებს სამეფო ოჯახის მეორე ნახევარი ელოდა. ეს მანძილი 42 კილომეტრი იყო. მას შემდეგ ეს მარათონის სტანდარტული სიგრძეა.

42 კილომეტრის გარბენა სათავეს იღებს ბერძენი შიკრიკის - ფიდიპიდისგან, რომელმაც ეს მანძილი გაირბინა ქალაქ მარათონიდან ათენამდე, რათა ათენელების მიერ სპარსელებზე მოპოვებული გამარჯვება ემცნო 490 წელს (ძვ. წ.). გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ცნობა მიიტანა, მან სული განუტევა.

ჰეროიკული ამბავია, მაგრამ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ღონისძიების შემდეგ ძალიან ცოტა მარათონელი იღუპება, ხოლო პროფესიონალ ძველ ბერძენ შიკრიკებს ორჯერ მეტ მანძილზე შეეძლოთ სირბილი.  

ლეგენდის ვერსია პირველად ჩნდება ბერძენი ისტორიკოსის პლუტარქეს (დაახლოებით 45-125 ჩვ. წ.) ნაშრომში 500 წელზე მეტი ხნის შემდეგ. იგი მორბენალს „ეუკლესს“ უწოდებს. როგორც ჩანს, მან ამბავი აურია ჰეროდოტეს ბევრად ძველ ისტორიაში ფიდიპიდისის შესახებ, რომელიც ხსენებული ბრძოლიდან ექვსი წლის შემდეგ დაიბადა.

ჰეროდოტეს მიხედვით, ფიდიპიდისმა მარათონიდან სპარტამდე ირბინა (246 კმ) დახმარების სათხოვნელად სპარსელთა მოსაგერიებლად. სპარტელებს არ ეცალათ რელიგიური ფესტივალის გამო. ამიტომ, მას უკანა გზაზე სირბილი, ხოლო ათენელებს სპარსელებთან მარტო ბრძოლა მოუწიათ. მათ სახელგანთქმული გამარჯვება მოიპოვეს; 192 მეომარი დაკარგეს, სპარსელებმა - 6400. ფიდიპიდისი არ დაღუპულა.

ზემარათონულ დისტანციაზე სირბილი მოიცავს ყველა იმ სარბენ ღონისძიებას, რომლებიც მარათონზე უფრო გრძელია. 1982 წელს ამერიკის ზემარათონულ დისტანციაზე სირბილის ასოციაციამ შეადგინა ფიდიპიდისის ავთენტური მარშრუტი (შეთანხმებული ბერძენ სწავლულთა კონსორციუმთან) და 1983 წელს საერთაშორისო სპარტათლონი დააარსა. პირველი გამარჯვებული იყო თანამედროვე ლეგენდა, ეროვნებით ბერძენი, გრძელ დისტანციებზე მორბენალი იანის კუროსი.

ამჟამად, კუროსი ყველა მსოფლიო რეკორდის მფლობელია 200-დან 1600 კილომეტრამდე სირბილში. 2005 წელს მან სრულად გაიმეორა ფიდიპიდისის მარშრუტი და გაირბინა მანძილი ათენიდან სპარტამდე და უკან.