ENG
რატომ „ენასკვებიან“ ძაღლები ერთმანეთს სექსის შემდეგ?
8281 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

თუ ეაკულაციაზეა საუბარი, ეს სწორედ „განასკვის“ პროცესში ხდება და არა „ძაღლის პოზაში“ (Doggy style). ყველას გვინახავს, როდესაც ერთი ძაღლი მეორეს უკანაა ამართული, თუმცა ეს, სინამდვილეში, ერთდროულად ლტოლვისა და დომინანტობის გამომხატველი ქცევის რეპერტუარის ნაწილი უფროა, ვიდრე თავად ეაკულაცია ან, მითუმეტეს, განაყოფიერება. ხანდახან, ჰიპერაგზნებულ მამრს შეიძლება ეაკულაცია ჰქონდეს, მაგრამ ამ მომენტში ის მაინც ძალიან იშვიათია.

ძაღლები ჩვეულებრივ უკნიდან მისვლით წყვილდებიან. ინტრომისიის (ვაგინაში პენისის შესვლის) და ფრიქციების (ბიძგების) შემდეგ ხვადის პენისის თავი (bulbus glandis) სისხლით იმდენად ივსება, რომ მოშორება შეუძლებელი ხდება. შემდეგ ხვადი ფეხს ზევით სწევს, მდედრს ზურგზე გადაატარებს, ბრუნდება და წყვილი უკნიდან ერთმანეთს „ეწებებიან“ (სწორედ ამ პოზიციას უწოდებენ კინოლოგები „განასკვას“).  „განასკვის“ დროს „ბიძგების“ პერიოდი ეაკულაციამდე გრძელდება.

„განასკვის“ დანიშნულება სპერმის გაჟონვის მინიმუმამდე შემცირებაა. ეს „სპერმის შეჯიბრის“ კლასიკური მაგალითი, ანუ სხვა ხვადების გენეტიკური მასალის დაჯაბნაა.

„განასკვა“ ხშირად საკმარისად ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ის შეწყვილებულ ხვადს „ფორას აძლევს“. მისი სპერმა სულ უფრო ღრმად შედის და შემდეგი ხვადის სპერმასთან მიმართებაში კვერცხუჯრედებამდე მისასვლელ დროსა და მანძილს იგებს. გარკვეული დროის შემდეგ კი პენისი პატარავდება და ძაღლებს შეუძლიათ განცალკევება.

ორივე სქესის ახალბედები ზოგჯერ ცუდად რეაგირებენ „განასკვაზე“. ასეთ შემთხვევაში ბიძგები და თანმხლები წკავწკავი ჩხუბის ასოციაციას უფრო იწვევს, ვიდრე სასიყვარულო აქტისას.

25