ENG
რაც აქამდე არ ვიცოდით - როგორ აზიანებს ზიკა ადამიანის ტვინს?
140 წაკითხვა
ავტორი:დავით ლამაზოშვილი
Shutterstock

იმუნურ უჯრედებს, რომლებიც იცავს ტვინს ზიკას ვირუსისგან, შეუძლია მძიმე ნევროლოგიური პრობლემების გამოწვევა ინფიცირებულ ადამიანებში. იმუნური უჯრედები, რომლებიც ინფექციის დროს აღწევს ტვინში, ბრძოლას იწყებს ჩვენი საკუთარი ნეირონების წინააღმდეგ.

“ზიანი გამოწვეულია არა ვირუსული ინფექციის გამო, არამედ ვირუსის მიმართ იმუნური პასუხისგან“-  ამბობს ზიკათი ინფიცირებულ თაგვებზე ჩატარებული კვლევის ავტორი, აკიკო ივაზაკი. ზიკას ვირუსით ინფიცირებული ახალშობილის ტვინში ისეთი იმუნური უჯრედები გვხვდება, რომლებიც სხვა შემთხვევაში მხოლოდ ნერვული ქსოვილების გარეთ არსებობს. მიზეზების დასადგენად, ივაზაკიმ და მისმა კოლეგებმა (იელის უნივერსიტეტი, აშშ) გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით შექმნეს თაგვი, ადამიანის მსგავსი იმუნური სისტემით.

თაგვის ზიკას ვირუსით დაინფიცირების შემდეგ, ვირუსი მალევე  აზიანებს იმ უჯრედებს, რომლებიც ქმნის კრიტიკულ ბარიერს სისხლსა და ტვინს შორის. ჰემატო-ენცეფალური ბარიერის მოშლის შემდეგ კი, ანტივირუსული იმუნური უჯრედები სისხლთან ერთად გადადის ტვინში. ეს დამცავი უჯრედები ზიკას გავრცელებას აფერხებს, მაგრამ ანადგურებს დაინფიცირებულ ნერვულ უჯრედებსაც და იწვევს თაგვის პარალიზებას.

2017 წლის ნოემბერში ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მეცნიერებს ვირუსით გამოწვეულ სავალალო შედეგებთან ბრძოლაში დაეხმარება. იმუნური სისტემის ანტივირუსული მოქმედების დათრგუნვით, შესაძლებელია ზიკას ვირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის პარალიზების თავიდან აცილებაც.