გამყინვარების უკანასკნელი პერიოდი ჯერაც გრძელდება.
გეოგრაფები გამყინვარების პერიოდს უწოდებენ დედამიწის ისტორიის მონაკვეთს, რომელიც ხასიათდება მყინვარული გუმბათებით. ახლა ჩვენთან „ინტერგლაციალის“ კლიმატია. ეს არ ნიშნავს „გამყინვარების პერიოდებს შორის“ ხანას. ეს ტერმინი გამყინვარების პერიოდის იმ მონაკვეთს აღწერს, როდესაც ყინული უკან იხევს ტემპერატურის დათბობის გამო.
„ინტერგლაციალი“ 10 000 წლის წინ დაიწყო, ჩვენი აზრით, გამყინვარების მეოთხე პერიოდში.
არავინ იცის, როდის დასრულდება ის. არსებობს მოსაზრებები, რომ „ინტერგლაციალის“ პერიოდი 12 000-დან 50 000 წლამდე გასტანს (ადამიანის ზემოქმედების გათვალისწინების გარეშე).
ამ რყევების მიზეზები, ცოტა არ იყოს გაუგებარია და შეიძლება იყოს ხმელეთის მასების პოზიცია, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, ატმოსფეროს შემადგენლობა, მზის ირგვლივ დედამიწის ორბიტის ცვლილება და, შესაძლოა, თვით მზის ორბიტის ცვლილება გალაქტიკის გარშემო.
„მცირე გამყინვარების პერიოდმა“, რომელიც 1500 წელს დაიწყო და 300 წელიწადი გაგრძელდა, ჩრდილოეთ ევროპაში საშუალო ტემპერატურა 1°-ით დაწია. ის ასევე დაემთხვა მზის ლაქების უკიდურესად დაბალი აქტივობის პერიოდს, თუმცა დაკავშირებულია თუ არა ეს ფაქტები ერთმანეთთან, ჯერ ისევ საკამათოა.
ამ პერიოდის განმავლობაში, არქტიკული ყინულის საფარი სამხრეთისკენ იმდენად გაფართოვდა, რომ შოტლანდიის ნაპირებთან ექვსჯერ დაფიქსირდა ესკიმოსების ნავებით გამოჩენა, ხოლო ორკნის მოსახლეობას მოუწია გზააბნეულ თეთრ დათვებთან შებმა.
უტრეხტის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ამასწინდელმა კვლევამ „მცირე გამყინვარების პერიოდი“ შავ ჭირს დაუკავშირა.
ევროპაში მოსახლეობის კატასტროფულად შემცირება ნიშნავდა, რომ მიტოვებული სავარგულები თანდათანობით მილიონობით ხით იფარებოდა. ამან, შესაძლოა, გამოიწვია ატმოსფეროდან ნახშიროჟანგის მნიშვნელოვანი რაოდენობის შთანთქმა და ტემპერატურის დაწევა „ანტისათბურის ეფექტით“.