ENG
რომელი აფრიკული ძუძუმწოვარი კლავს ყველაზე მეტ ადამიანს?
1244 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ბეჰემოთი (ჰიპოპოტამი) კლავს ყველაზე მეტ ადამიანს აფრიკაში.

ადამიანებისთვის სამწუხაროდ, ბეჰემოტებს ბალახით შემოსაზღვრულ, ნელა მოძრავი, მტკნარი წყლის სიახლოვეს უყვართ ყოფნა - იმავე ჰაბიტატში (საარსებო გარემოში), რომელსაც ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას.

უბედური შემთხვევების უმეტესობა მაშინ ხდება, როდესაც ჩაყვინთულ ბეჰემოთს უნებლიეთ ნიჩაბი მოხვდება თავში და ის ნავის ამოტრიალებას გადაწყვეტს ან იმიტომ, რომ ადამიანები ღამით სეირნობენ, სწორედ იმ დროს, როდესაც ბეჰემოთები წყლიდან ამოდიან მოსაძოვად. შეშინებული ბეჰემოთის მიერ გადათელვა ნამდვილად არ არის ღირსეული სიკვდილი.

ბეჰემოთებს ერთ დროს ღორის ოჯახის წევრებად მიიჩნევდნენ, თუმცა დღეს ცნობილია, რომ ისინი ყველაზე მეტად ვეშაპებს ენათესავებიან და ორ სახეობად იყოფიან: ჩვეულებრივ და ჯუჯა ბეჰემოთად. ჩვეულებრივი ბეჰემოთი ხმელეთის ბინადარი მესამე უდიდესი ძუძუმწოვარია აფრიკული და აზიური სპილოების შემდეგ.

არც ისე ბევრი ცხოველია იმდენად სულელი, რომ ბეჰემოთს შეუტიოს. ის ძალიან ფიცხი მხეცია, განსაკუთრებით, როდესაც ნაშიერები ჰყავს. ლომებთან გასამკლავებლად მათ ღრმა წყალში ითრევენ და ახრჩობენ, ნიანგებს შუაზე ხლეჩენ, ხოლო ზვიგენებს წყლიდან ამოათრევენ და სიკვდილამდე გადათელავენ. მიუხედავად ამისა, ისინი მკაცრი ვეგეტარიანელები არიან. ასე რომ, მათი აგრესია უმეტესად თავდაცვას უკავშირდება. ბეჰემოთები ძირითადად ბალახს მიირთმევენ.

ერთი ბეჰემოთის კანი საშუალოდ ერთ ტონას იწონის. კანის სისქე 4 სანტიმეტრია, ამასთან იგი ტყვიაგაუმტარია და ცხოველის წონის 25%-ს შეადგენს. ის წითელ ცხიმოვან სითხეს გამოჰყოფს, რომელიც კანს გამოშრობისგან იცავს. ამის გამო, ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ბეჰემოთები ოფლის სახით სისხლს გამოჰყოფდნენ. ბეჰემოთის მოცულობამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ზრდასრულ ბეჰემოთს თავისუფლად შეუძლია ადამიანის გასწრება.

ბეჰემოთი ერთადერთი ძუძუმწოვრებია ვეშაპებისა და დელფინების გარდა, რომელიც წყალქვეშ წყვილდება და მშობიარობს. ისინი ხურავენ ნესტოებს, კეცავენ ყურებს და ხუთი წუთის განმავლობაში შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა.  

ბეჰემოთებს საშინელი სუნი ამოსდით პირიდან. მთქნარებისას ისინი საზარლად მყრალ სუნს გამოსცემენ, როგორც გამაფრთხილებელ ნიშანს. ეს ყურადსაღები რჩევაა: ბეჰემოთის ეშვები საკმაოდ ბასრია, ხოლო ყბების ჩაკეტვით იოლად შეუძლიათ კიდურის მოხლეჩა.

ბეჰემოთებს მხოლოდ ოთხი კბილი აქვთ, რომლებსაც ისეთივე შემადგენლობა აქვს, როგორიც სპილოს ძვალს. ჯორჯ ვაშინგტონის კბილების პროთეზის ნაწილი ამ მასალისგან იყო დამზადებული.

ბეჰემოტი
 ჰიპოპოტამი (Hippopotamus amphibius)